აზიური ფაროსანას შესევის გამო, სენაკის რაიონის სოფელი ზანიდან ბავშვები გახიზნეს ( ვიდეო)

დარის დადგომასთან ერთად, აზიური ფაროსანა სამეგრელოში კვლავ გამოჩნდა. ათასობით მწერი საცხოვრებელ სახლებში შევიდა, რის გამოც ადგილობრივები იძულებულები არიან, ბავშვები გარემოს მოარიდონ და გახიზნონ.

“პირველთან” საუბარში სენაკის რაიონ სოფელ ზანის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მწერები ბავშვებს კბენენ, რის გამოც რამდენიმე ოჯახმა ბავშვები უკვე გაიყვანა სოფლიდან.

“არ ვიცით რა ვქნათ. მწერები ყველგან არიან. სახლის კედლებზე, საძინებელში, ლოგინებში, სამზარეულოში, აბაზანაში, ადგილი არ არის, სადაც ისინი არ არიან. ბავშვები, ფაქტობრივად, ჩაკეტილები გვყავს, რადგან მწერები ადამიანს არ ერიდებიან, ბავშვებს ასხდებიან, კბენენ. ჩვილი ბავშვიცაა ოჯახში და ძალიან გვეშინია. ხელისუფლებას დახმარებას ვთხოვთ. მწერებმა სოფლის მეურნეობა გააჩანაგა და ახლა ადამიანზე გადმოვიდნენ”, – აცხადებს სენაკის რაიონ სოფელ ზანის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

მოსახლეობა მწერებს ინდივიდუალურად ებრძვის, თუმცა აზიურ ფაროსანასვერ ერევიან.

მათივე ცნობით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში, ერთხელ განახორციელა შეწამვლითი სამუშაოები, თუმცა უშედეგოდ. ისინი დამატებით დაითხმარებას ითხოვენ.

“პირველს” მასალაში გამოყენებული ვიდეო და ფოტოკადრები ადგილობრივებმა მიაწოდეს.

pia.ge

Related posts