ბაკურიანში პირველი ქართული კინოფორუმი ჩატარდება

4-7 ოქტომბერს ბაკურიანი პირველ ქართულ კინოფორუმს უმასპინძლებს.
„ნახე პირველად ბაკურიანში“ – ამ სლოგანით ეროვნული კინოცენტრის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ახალ პროექტს ჩაეყარა საფუძველი.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ყოველ წელს ბაკურიანი ქართული კინოსექტორის წარმომადგენლებს და უახლეს ფილმებს უმასპინძლებს.
ჩვენებები გაიმართება კინოთეატრ „დიდველში”.

პროგრამა

4 ოქტომბერი
• 15.30 უახლესი მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა (120 წთ)
• გახსნის ფილმი „დედე“ (90 წთ) რეჟისორი – მარიამ ხაჭვანი
5 ოქტომბერი
• 12.00 კანის ფესტივალის „კრიტიკოსთა კვირეულის“ პროგრამის ფილმი (ინგლისური სუბტიტრებით)
• 15.30 „ლუკა“(100 წთ) რეჟისორი – გია ბარაბაძე
• 18.00 „ ხიბულა“ (100 წთ) რეჟისორი – გიორგი ოვაშვილი
• 21.00 „სავარძელი“ (90) რეჟისორი – ელდარ შენგელაია
6 ოქტომბერი
• 11.00 „კრიტიკოსთა კვირეულის“ პროგრამის ფილმი (ინგილსური სუბტიტრებით)
• 13.00 კანის კინოფესტივალის პროგრამა „კრიტიკოსთა კვირეულის“ ხელმძღვანელის, შარლზ ტესონის ღია ლექცია
• 16.00 ანიმაციური ფილმების პროგრამა (50 წთ)
• 18.00. „ნამე“ (90 წთ) – რეჟისორი – ზაზა ხალვაში
• 20. 00 „საშიში დედა“ (100 წთ) რეჟისორი – ანა ურუშაძე
7 ოქტომბერი
• 11.00 „მზის ქალაქი“ (100წთ) რეჟისორი – რატი ონელი
• 14.00 პანელ-დისკუსია თემაზე – ქართული კინოს ტენდენციები და კინოკრიტიკა დღეს.
კინოფორუმის მხარდამჭერები არიან: სასტუმროების ქსელი „კრისტალი“, სასტუმრო „ამადეუსი“, კომპანია “არქტური”, ბორჯომის მუნიციპალიტეტი, „შემოქმედებითი ევროპა“, „შემოქმედებითი საქართველო.“

Related posts