“ბოლო დღეებში – კერძოდ 09,10 და 11 ნოემბერს – განხორციელდა ჩემი შვილების-თეიმურაზის და ქეთევანის – და პირადად ჩემს მიმართ სმს და ხმოვანი შეტყობინებები, სადაც ნათლადაა გამოთქმულია სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

“ჩემი პირველი მიმართვა გაკეთებული ამ წლის 11 ოქტომბერს დარჩა რეაგირების გარეშე იმ ორგანიზაციებიდან რომლებიც უნდა იცავდნენ ადამიანის უფლებებს, გმობდნენ სიძულვილის ენას, გენდერულდისკრიმინაციას და იცავდნენ პოლიტიკურ კორექტულობას. ამდენად შესაძლო მოვლენების განვითარებაზე, ჩემს და ჩემს ოჯახის მიმართ თუ ქვეყანაში დესტაბილიზაციის კუთხით, პასუხისმგებლობას ამ საქციელის ავტორებთან გაინაწილებენ თუ სათანადო და მყისიერი რეაგირება არ მოყვა”, – ეს განცხადება პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა,სალომე ზურაბიშვილმა, დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა, სადაც მან მისი და მისი შვილების მიმართ განცორციელებულ მუქარაზე ისაუბრა.

“ბოლო დღეებში – კერძოდ 09,10 და 11 ნოემბერს – განხორციელდა ჩემი შვილების-თეიმურაზის და ქეთევანის – და პირადად ჩემს მიმართ სმს და ხმოვანი შეტყობინებები, სადაც ნათლადაა გამოთქმულია სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

გამოკვეთილად სხვადასხვა უხამს სიტყვებთან ერთად სამივეს მიმართულებით გაჟღერდა „შუბლს გაგიხვრეტავ“ … „თქვენსსისხლს დავლევ“.

მუქარა რეალურია რამეთუ ავტორები, იდენტიფიცირებული პირები არიან, ყოფილი სამხედროები დაკავშირებულითავისივე სტატუსებიდან გამომდინარე, ნაციონალურ მოძრაობასთან და მის მეთაურებთან. ძალიან შეურაცხმყოფელიაქვეყნისთვის, რომ ასეთი ადამიანები, ვინც ემუქრებიან ქალს და მის შვილებს, მანიპულირებენ სამხედრო ძალის სახელით, იმძალის რომელიც ჩვენს ქვეყანაში და ჩემთვის პირადად ქართული ვაჟკაცობის, ღირსების და თავდადების სიმბოლოა.

სოციალურ ქსელებში თანხვედრილი იდენტური ტექსტები მიუთითებენ იმასაც რომ სხვადასხვა პირებისგან წარმოთქმულიმუქარები რეალურად ერთ კოლექტიურ გეგმაში იწერება.

ამ ქმედებებით კიდევ ერთი საფეხური გადაიდგა ქვეყანაში დაძაბულობის, შუღლის, სიძულვილის გარემოსდაფუძნებისათვის, რაშიც მონაწილეობდნენ და მონაწილეობენ ყოველდღიურად ერთ პოლიტიკურ მოძრაობის შიდა თუგარე ლიდერები, ტელეწამყვანები და ზოგი მათი მხარდამჭერები.

ამ წინა საარჩევნო პერიოდში, ქვეყნის სტაბილურობა მეტად მნიშვნელოვანია და ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატზე დამის ოჯახზე სიცოცხლის მოსპობის მუქარის გავრცელება მეტად სერიოზულად უნდა იყოს მიღებული.

მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის უწყებებს, რათა დაუყონებლივ მოახდინონ რეაგირება მოცემულფაქტებზე, რომ დროულად იქნას აღკვეთილი ყველა მცდელობა, რომელიც მიმართულია დესტაბილიზაციისკენ დაარეულობისკენ.

მივმართავ ასევე საზოგადოებას და კერძოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს რომელთა ვალდებულებაა სახელმწიფოუწყებებთან ერთად ერთად დაიცვან, წინასაარჩევნო სიმშვიდე და წონასწორობა.

გახსენებთ, რომ ჩემი პირველი მიმართვა გაკეთებული ამ წლის 11 ოქტომბერს დარჩა რეაგირების გარეშე იმორგანიზაციებიდან რომლებიც უნდა იცავდნენ ადამიანის უფლებებს, გმობდნენ სიძულვილის ენას, გენდერულდისკრიმინაციას და იცავდნენ პოლიტიკურ კორექტულობას. ამდენად შესაძლო მოვლენების განვითარებაზე, ჩემს და ჩემსოჯახის მიმართ თუ ქვეყანაში დესტაბილიზაციის კუთხით, პასუხისმგებლობას ამ საქციელის ავტორებთან გაინაწილებენთუ სათანადო და მყისიერი რეაგირება არ მოყვა.”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Related posts