დონალდ ტრამპის იუსტიციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ დამსაქმებლებს უფლება აქვთ, თანამშრომლები ჰომოსექსუალობის გამო სამსახურიდან გააგდონ

დონალდ ტრამპის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი სასამართლო პროცესზე გამოცხადდა იმის დასასაბუთებლად, რომ დამსაქმებლებს უფლება აქვთ, თანამშრომლები ჰომოსექსუალობის გამო სამსახურიდან გააგდონ.

საქმე ეხება სასამართლო პროცესს, სადაც კომპანია Altitude Express-ის მიერ თავისი თანამშრომლის, დონალდ ზარდას ჰომოსექსუალობის გამო სამსახურიდან გაგდების ფაქტი განიხილება.

ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, კრძალავს თუ არა 1964 წლის სამოქალაქო უფლებების აქტი, რომელიც გენდერული დისკრიმინაციის აღკვეთაზეა გათვლილი, ასევე დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციის ნიშნით.

სასამართლოში მისულმა იუსტიციის დეპარტამენტის ადვოკატმა, ჰაშიმ მოოპანმა განაცხადა, რომ სქესსა და სექსუალურ ორიენტაციას შორის დიდი სხვაობაა, ამიტომ აქტი ჰომოსექსუალების დისკრიმინაციას არ კრძალავს და დამქირავებლებს უფლება აქვთ, თანამშრომლები მათი სექსუალური ქცევის გამო სამსახურიდან დაითხოვონ.

წყარო: http://www.independent.co.uk/news/world/americas/donald-trump-gay-sacked-fired-offence-homosexuality-doj-justice-department-a7969601.html

Related posts