თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის სტაციონარულ დაწესებულებებში ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემა ამოქმედდა

თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის სტაციონარულ დაწესებულებებში ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემა ამოქმედდა. ამიერიდან როგორც ექიმებს, ასევე პაციენტებს საშუალება ექნებათ, ნებისმიერ დროსა და ადგილას მიიღონ წვდომა სამედიცინო ისტორიაზე, მათ შორის გადატანილი დაავადებებზე, ჩატარებულ სამედიცინო მანიპულაციებზე, ქრონიკული დაავადებების არსებობაზე, მედიკამენტების მოხმარებასა თუ სხვა დეტალებზე.
აღნიშნული სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადაუდებელი შემთხვევების ეფექტიანად გამკლავებისთვის და ამცირებს როგორც რისკებს, ასევე სხვა სირთულეებს, რომლებიც სამედიცინო ისტორიის მოპოვებასთან იყო დაკავშირებული.
ჯანმრთელობის ელექტრონული ჩანაწერების სისტემა მსოფლიოს არაერთ წამყვან ქვეყანაში წარმატებით მოქმედებს და ამიერიდან მათ რიგს საქართველოც შეუერთდება.

Related posts