თერმიტული ხელყუმბარა: ხანძრის გაჩენის ახალი ვერსია

საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, განსაკუთრებით დაცულ ტერიტორიებზე, წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, ასევე საოკუპაციო ზოლის სიახლოვეს გაჩენილმა არაერთმა ხანძარმა, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა თვითგამნოცხადებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებით წინასწარ დაიზღვია თავი, წარმოშვა ვერსია, რომ რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით, ხანძრებს ხელოვნურად აჩენენ, ან რუსეთიდან ტურისტებად შემოსული სპეცთანამშრომლები, ან ადგილზე მოსყიდული მოქალაქეები.

სხვადასხვა ვერსიას შორის, რითაც, შესაძლოა, ხელოვნურად აჩენენ ცეცხლს, დასახელდა უკაცრიელ ადგილებში ასული “ტურისტების” მიერ სწავავის ატანა, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის გამოყენება და სხვა ვერსიები.

აღსანიშნავია, რომ სამიზნე ქვეყნის ტერიტორიაზე ხანძრის კერების გასაჩენად სულაც არაა აუცილებელი სწავავის ზიდვა ცისტერნებით, ან ბიდონებით, ან თუნდაც, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის დამზადება: საკმარისია ზურგჩანთაში გეგდოს იშვიათი, მაგრამ დაინტერესებული პირებისთვის ხელმისწვდომი სპეციალური თერმიტული ხელყუმბარა, რომელიც იგივე პრინციპით ამოქმედდება, რითაც სხვა საბრძოლო დანიშნულების ხელყუმბარები.

თერმიტული ხელყუმბარა ჯერ კიდევ 1917 წელს გამოიგონეს და მას მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის განადგურებისთვის, ასევე, ხის საფარის დაწვისთვის, ტყეებში ხანძრის გასაჩენად იყენებდნენ. ამგვარი ნაღმი-ყუმბარები იყიდება სხვადასხვა რუსულ ონლაინ-მარკეტსა და ფორუმებზე, სადაც აღწერაში პირდაპირ წერენ, რომ ყუმბარა ეფექტურია ხანძრის გასაჩენად სამიზნე ტერიტორიაზე.

ხელყუმბარა შენელებული მოქმედების ნაღმია, მისი წონა 0,81 კგ-ა. კორპუსი მაგნიუმისაა, რაც ასევე, ყუმბარის მოქმედების ეფექტურობის ზრდისთვისაა გათვალისწინებული. ამოქმედების შემდეგ მისი აალების დროა 20 წამი. ხელყუმბარის შიგთავსი უზრუნველყოფს 2000 – 2300 გრადუსი ტემპერატურის გამოყოფას.

აღწერილობაში, რომელიც განაცხადშია მითითებული, ხაზგასმულია, რომ არსებობს რამდენიმე მაკეტი და ისინი მოსკოვშია, ანუ, მყიდველმა სწორედ რუსეთის დედაქალაქში უნდა შეიძინოს. მითითებულია ასევე ფასი: ერთი ცალი 10.000 რუსული რუბლი(დაახლოებით 400 ლარი).

fmabkhazia

Related posts