ინგლისურენოვანი უნიკალური სასაჩუქრე წიგნები ემიგრანტებისათვის სერიიდან „აღმოაჩინე საქართველო – იმერეთი“

ინგლისურენოვანი უნიკალური სასაჩუქრე წიგნები ემიგრანტებისათვის სერიიდან
„აღმოაჩინე საქართველო – იმერეთი“
მოგესალმებით მეგობრებო, უცხოეთში მცხოვრებო ჩვენო თანამემამულენო. სპეციალურად თქვენთვის ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გვაქვს, რომელიც, ვფიქრობთ, დაგაინტერესებთ.
გამომცემლობა P.S. („პოსტსკრიპტუმისა“) და უმსხვილესი სავაჭრო პლატფორმის – www.amazon.com-ის თანამშრომლობამ, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულისათვის ხელმისაწვდომი გახადა ინგლისურენოვანი უნიკალური სასაჩუქრე წიგნების შეძენა: „ქუთაისი“; „ბაღდათი“; „ვანი“; „ზესთაფონი“; „თერჯოლა“; „სამტრედია“; „საჩხერე“; „ტყიბული“; „წყალტუბო“; „ჭიათურა“; „ხონი“; „ხარაგაული“ სერიიდან „აღმოაჩინე საქართველო – იმერეთი“
წიგნების შემდგენი და მთავარი რედაქტორია ბევრი თქვენგანისთვის კარგად ცნობილი ჟურნალისტი, რამდენიმე წიგნის ავტორი, ქალბატონი ნანული ცხვედიანი.
წიგნებში თავმოყრილია მრავალმხრივი ინფორმაცია და მდიდარი, უნიკალური ფოტომასალა, გაეცნობით იმერეთში მდებარე ისტორიულ-არქეოლოგიურ ძეგლებს, ეთნოგრაფიულ ნიმუშებს. ასევე, გაიგებთ ტურისტული ინფრასტრუქტურებისა და მარშრუტების, მუზეუმების თუ სახლ-მუზეუმების, კულტურული და სპორტული ცენტრების შესახებ, წაიკითხავთ სხვა მრავალ საინტერესო ცნობებს.
ეს წიგნები კიდევ ერთხელ სიამაყით აღგავსებთ თქვენი მშობლიური ქვეყნის ერთ-ერთი ულამაზესი მხარის იმერეთის წარმოჩენით. იგი მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება თქვენთვის და თქვენი უცხოელი მეგობრებისათვის.
საიტის – www.amazon.com – ის საშუალებით მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შეიძინეთ ინგლისურენოვანი უნიკალური სასაჩუქრე წიგნები სერიიდან „აღმოაჩინე საქართველო – იმერეთი“ და აჩუქეთ თქვენს უცხოელ მეგობრებს; გააცანით მათ საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარე იმერეთი!
პატივისცემით,
ნატო გუბელაძე
გამომცემლობა P.S. („პოსტსკრიპტუმის“) მთავარი რედაქტორი.
თქვენი მეგობარი საქართველოდან!
https://www.amazon.com/PSbooks/e/B01MRBLQFG/ref=la_B01MRBLQFG_st?rh=n%3A283155%2Cp_82%3AB01MRBLQFG&qid=1494967669&sort=review-count-rank

Related posts