ინგოროყვას კლინიკა: “ბოლო ერთ თვეში ზედოზირებით 120-მდე მოზარდი მოიყვანეს”

“2015 წლის იანვარ-ივნისში ნარკოტიკული დანაშაულის 2234 ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც 2005 გაიხსნა (გახსნის მაჩვენებელი 89.75%). საერთო სტატისტიკაში დანაშაულის რაოდენობა 44.57%-ით შემცირდა”, – ეს სტატისტიკური მონაცემები შსს-მ გამოაქვეყნა.

სტატისტიკის მიხედვით, 2015 წელს 29.74%-ით შემცირდა ნარკოტიკების კონტრაბანდის რაოდენობა და 6 თვეში 137 ფაქტი გამოვლინდა. რაც შეეხება რეგიონებს, ტერიტორიულ დანაყოფებში გაიზარდა ნარკოტიკების კონტრაბანდის ფაქტები. თუ 2014 წლის აღნიშნულ პერიოდში ეს მაჩვენებელი 34-ს შეადგენდა, 2015 წელს 54-მდე გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ შს სამინისტროს ოფიციალურ სტატისტიკაში აღნიშნულია ნარკოტიკული დანაშაულის შემცირების შესახებ, სამედიცინო დაწესებულებებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების ინტოქსიკაციით, მათ შორის ზედოზირებებით (ნარკოტიკული საშუალება) შეყვანილი არასრულწლოვანი პაციენტების საგანგაშო სტატისტიკურ მონაცემებზე საუბრობენ.

როგორც “აიპრესთან” “გოჩა ინგოროყვას ნეიროქირურგიის ცენტრის” პრესამსახურის უფროსი ლელა მანაგაძეაღნიშნავს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ცენტრში კომაში მყოფი, დაახლოებით, 120-მდე მოზარდი მიიყვანეს. მათი ნაწილი დღემდე აპარატზეა შეერთებული.

„მარტო ჩვენს კლინიკაში, თვეში სადღაც 100-ზე მეტი, 120 შემთხვევაა დაფიქსირებული. ესენი, ძირითადად, მოზარდები არიან. შემაშფოთებელი რიცხვია. ფსიქოაქტიური ნივთიერებების ინტოქსიკაციით ერთ კლინიკაში თვეში 120 ახალგაზრდა მოჰყვათ და აქედან ნახევარზე მეტი აპარატზე რჩება შეერთებული. მძიმე მდგომარეობაში არიან.

– როგორც ვიცით, ძირითადად “ბაკლოსანის” მომხმარებლები არიან. . .

 ეს პაციენტის პირადი ინფორმაცია. მეტს ვერაფერს გეტყვით.

– კლინიკაში ზედოზრებით შემოყვანილ არასრულწლოვანთა შორის თუ არიან გოგონები?

– კი, იყო რამდენიმე შემთხვევა.

– ფატალური შედეგით რამდენი შემთხვევა დასრულდა?

 თუ გარდაცვალებას გულისხმობთ, ჩვენს კლინიკაში ასეთი შედეგი არ დამდგარა. ფატალური შედეგი არ არის, 18 წლამდე ახალგაზრდა არ არის გარდაცვლილი, მაგრამ აპარატზეა შეერთებული და მცენარესავით რჩება.

http://www.ipress.ge

Related posts