იუსტიციის სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქვეყნის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში − გურიაში გიმასპინძლებთ.

ოზურგეთში, იუსტიციის სახლის წინ მდებარე მოედანზე, ოზურგეთელებსა და გურიის სტუმრებს „ვეფხისტყაოსნის“ ქალაქში ვიწვევთ.
შემეცნებით-გასართობი ქალაქი უამრავ გასართობს, თამაშსა და სიურპრიზს გპირდებათ ?
საგანგებო ქალაქში მოეწყობა 16 კუთხე „ვეფხისტყაოსნის“ 16-მარცვლიანი შაირის მსგავსად და ერთ მთლიან გასართობ სივრცეს შექმნის.
„ვეფხისტყაოსნის“ ქალაქში გელით გასართობ-შემეცნებითი თამაშები:
➡️ აღმოაჩინე ახალი;
➡️ ამოხსენი „ვეფხისტყაოსნის“ „ალგორითმი“;
➡️ ინადირე;
➡️ აღმოაჩინე განძი;
➡️ გამოიცანი “ვეფხისტყაოსნის” სხვადასხვა ეპიზოდი ;
➡️ ააწყვე „ვეფხისტყაოსნის“ ცნობილი სცენა გრანდიოზული ფაზლებით;
➡️ აფორიზმობანა;
➡️ „ლეკვი ლომისა სწორია“;
➡️ მიუჩინე „ვეფხისტყაოსნის“ 7 სამეფოს თავისი ადგილი;
➡️ ლაბირინთი და ბევრი სხვა.
? თამაშში გამარჯვებულები სამახსოვრო საჩუქრებს მიიღებენ. „ვეფხისტყაოსნის“ ქალაქში ყველაზე პატარა სტუმრებისთვის სპეციალური გასართობი კუთხე მოეწყობა.
?? ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!
მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ!

Related posts