კახა კალაძე უცხოელი მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების გამკაცრებას ითხოვს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე უცხოელი მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების გამკაცრებას ითხოვს.

“ერთი ადამიანი ყიდულობს ბინას და შემდეგ ფიქტიურად გადააფორმებენ სხვა ადამიანებზე, ახორციელებენ “კარუსელს”. ჩვენ მივესალმებით და არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო უცხო ქვეყნის მოქალაქეები ცამოვიდნენ, მაგრამ კანიონი და წესი უნდა იყოს ისეთი, როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან მოვა შესაბამისობაში”, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, შესაბამისი ცვლილებების პაკეტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

“ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს უცხოელების მიერ საქართველოში ბინადრობის მიღების უფლებასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი: კერძოდ, დღეს არსებული კანონმდებლობით, საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის მოწმობის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა შეიძინოს 35 000 დოლარის ღირებულების უძრავი ქონება.

აღნიშნული რეგულაციების მიხედვით, კანონის ხარვეზი მდგომარეობს იმაში, რომ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძენს საქართველოში 35 000 დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას, ის ღებულობს ერთწლიანი ბინადრობის უფლებას, მაგრამ თუ ამ საკუთრებას გადასცემს სხვა უცხოელს, ისიც მოიპოვებს ბინადრობის მოწმობას. ეს კი ნიშნავს, რომ ერთი უძრავი ქონებით შესაძლებელია განუსაზღვრელი რაოდენობით ბინადრობის მოწმობების გაცემა უცხოელებისთვის. ჩვენ მივესალმებით და არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩამოვიდნენ საქართველოში, აწარმოონ კანონიერი ეკონომიკური საქმიანობა, მიიღონ განათლება, მაგრამ კანონი და წესი უნდა იყოს ისეთი, როგორიც შესაბამისობაში იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან. ამ თემაზე მქონდა საუბარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის წევრ ილია წულაიასთან და ჩვენ უკვე ინიცირებული გვაქვს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, 35 000 დოლარის ნაცვლად, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად მოთხოვნილი იქნება 100 ათასი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება”, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ლინკი

 

Related posts