მანჩესტერში მორიგი აფეთქება მოხდა

მანჩესტერის სავაჭრო ცენტრში, სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას reuters თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დაწესებულებიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.
reuters–ის ფოტოგრაფის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრიდან ხალხი ხელებაწეული გამორბოდა.

ქალაქის პოლიციაში ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

“მანჩესტერ არენაზე” 22 მაისს აფეთქება განხორციელდა. შემთხვევის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და 59 დაშავდა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმა აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

pia.ge

Related posts