მოსწავლე, რომელიც სკოლაში ეროვნულ მოძრაობას აყალიბებს

ქვეყანაში არსებულმა უმძიმესმა მდგომარეობამ უკვე დაძრა ყინული. ბევრისთვის ჩამოწერილმა სტუდენტობამ და მოსწავლეებმა კი დაიწყეს ეროვნული იდენტობის დაცვა და განვითარება. „დიდგორობის“ ღონისძიების შემდეგ თითქოს იმედის ნაპერწკალი გაჩნდა. სტუდენტური მოძრაობის შემდეგ, ახლა უკვე სკოლის მოძრაობები ყალიბდება. მართლაც საამაყოა, როდესაც სკოლის მოსწავლები უდიდედესი მედია პროპაგანდის პირობებში საუბრობენ ეროვნულ თემებზე და ინდენტობაზე. დანარჩენი კი თავად ნახეთ, თუ რას წერს, „მოსწავლეთა ეროვნული გაერთიანების“ ერთ-ერთი ლიდერი – პაპუნა სამაკაშვილი.

ასეთი ტექსტი მოგვწერა პატარა პატრიოტმა: – „იცნობდეთ ჩვენს ლოგოს:

_________________________________
ეს არის საქართველოს მრავალსაუკუნოვან კულეტურაზე,ვაზზე დაფუძნებული ისტორია და განათლება,რომელიც წიგნით გამოიხატება.მას მოსდევს დიდი ილიას სიტყვები:”მამული,ენა და სარწმუნოება”.ყველასა და ყველაფერზე ზემდგომი და აუცილებელზე აუცილებელი არის ჩვენი სარწმუნოება_მართლმადიდებლობა,რომლისთვისაც ჩვენი წინაპრები თავს დებდნენ და ჩვენ,საქართველოს საღადმოაზროვნე ახალგაზრდები არ დავუშვებთ,რომ ჩვენი რელიგია შელანძღონ და შეურაცხყონ!
ბორჯღალა ეროვნულობის სიმბოლოა,ხოლო უკანა პლანზე,მთები,ჩვენი სიამაყე და სილამაზეა,ჩვენი მამულია,რომელსაც გვიკარგავენ და ჩვენ ამის საწინააღმდეგოდ ვიბრძოლებთ.

მივმართავ ეროვნულად განწყობილ ხალხს,დაელაპარაკეთ და დაგვამყარებინეთ კონტაქტი თქვენს შვილებსა თუ შვილიშვილებთან,რათა გავერთიანდეთ და ერთად აღვასრულოთ ეროვნული საქმე.“

https://mystar.ge/3077-მოსწავლე-რიმელიც-სკოლაშ.html?frame-nonce=8c3d06994f

Related posts