მსოფლიო ბანკის “ბიზნესის კეთება“

მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ უპრეცენდენტოდ დიდ წარმატებას მიაღწია და მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილი დაიკავა. რეიტინგში წინა წელთან შედარებით ქვეყნის პოზიცია 3 ადგილით გაუმჯობესდა.
2012 წელთან შედარებით საქართველოს რეიტინგი 6 პოზიციით გაუმჯობესდა (2012 წელს – მე-12 ადგილი), სარეიტინგო ქულა კი – 3.79 ქულით.

✔️ Farser Institute-ის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება“

Fraser institute-ის 2018 წლის ანგარიში „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება“, რომელიც 2016 წლის პერიოდს აფასებს, საქართველოს მდგომარეობა 2015 შედარებით 2 პოზიციით გაუმჯობესდა და მე-7 ადგილი დაიკავა 162 ქვეყანას შორის.
2012 წელთან შედარებით, საქართველოს სარეიტინგო პოზიცია მნიშვნელოვნად, 7 საფეხურით არის გაუმჯობესებული.

✔️„ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის“

ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებული „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2018“ რეიტინგის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი წინა წელთან შედარებით 2 ადგილით გაუმჯობესდა და მე-20 ადგილიდან მე-18 ადგილზე გადაინაცვლა ევროპის 46 ქვეყანას შორის.

Related posts