მცხეთში ნაციონალები ბრუნდებიან?

როგორც გახდა ცნობილი ქართული ოცნების დაცემული რეიტინგის ფონზე , მცხეთში მაჟორიტარ კანდიდატად უნდათ წარადგინონ გიორგი კაპანაძე რომელიც არის 2012 წლის ნაციონალური მოძრაობის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის და ასევე ყოფილი გამგებლის ანდრო კალანდაძის დისშვილი . მცხეთელები ანდრო კალანდაძეს კარგად იცნობენ, შევარდნაძის დაწყებული პერიოდიდან, როგორც ამბობენ მთლიანი მცხეთის ქონება გაანიავა და მისი საქმიანობა მცხეთის მოსახლოებისთვის ცნობილია!!

ესეიგი რა გამოდის? ოცნებას ისე გაუჭირდა უკვე რომ პორტირებულ ნაციონალებს წარუდგენს მცხეთაში მაჟორიტარობის კანდიდატად მცხეთის მოსახლოებას? ამისთვის აირჩია ქართული ოცნება მოსახლეობამ რომ რამოდენიმე წლის მერე ისევ ნაციონალები დაებრუნებინათ? ესაა კოჰაბიტაციის კულმინაცია? ასვე ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში დაფიქსირებულია ვინმე გიორგი კაპანაძე რომელმაც 50 000 ლარი გადაურიცხა ქართულ ოცნებას , მანამდე კი როგორც ცნობილია , გიორგი კაპანაძე ნაციონალურ მოძარობას აფინანსებდა და იყო ნაციონალური მოძრაობის აგიტატორი და ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს სხვადასხვა უწყებებში მაღალ თანამდებობები ეკავა.

 

Related posts