ნიკოლოზ მჟავანაძე: საქვეყნოდ ვაცხადებ – თუ რამე შემემთხვა, შარში გავეხვიე ან ჩემი სიცოცხლე და ჯანრთელობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ყველაფერში დამნაშავე იქნება თამარ ჩუგოშვილი!

ნიკოლოზ მჟავანაძე: საქვეყნოდ ვაცხადებ – თუ რამე შემემთხვა, შარში გავეხვიე ან ჩემი სიცოცხლე და ჯანრთელობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ყველაფერში დამნაშავე იქნება თამარ ჩუგოშვილი!
ნიკოლოზ მჟავანაძე, “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი არა, სინამდვილეში თამარ ჩუგოშვილია და ყველაფერს ის განაგებს. იგივე სიტუაციაა აუდიტის სამსახურშიც – ლაშა თორდიას მოადგილედ დაუნიშნეს ნინო ლომჯარია, რომელიც სინამდვილეში ამ სამსახურის ხელმძღვანელია! მაგალითად, შვედეთში იყვნენ და ნინო ლომჯარია ხელმძღვანელობდა პარლამენტისა და აუდიტის სამსახურის დელეგაციას… მთელი ძალაუფლება ფაქტობრივად ფსევდოლიბერალების ხელშია! დანამდვილებით ვიცი, რომ სახალხო დამცველის ოფისში, თამარ ხიდაშელმა, რომელიც რესპუბლიკური პარტიის წევრია, პირდაპირ უთხრა უჩა ნანუაშვილს, რომ ნიკოლოზ მჟავანაძე არცერთ პრესკონფერენციასა და შეხვედრაზე არ უნდა ყოფილიყო. სახალხო დამცველის ოფისის ყოფილმა თანამშრომელმა ნინო აზნაურაშვილმა ეს დაადასტურა! ყველაფერი მოდიოდა თამარ ჩუგოშვილისგან, რომელიც ამავდროულად შეეცადა, კანონთან მიმართებაში სამართლებრივი პრობლემები შემქნოდა; ჩემს გარშემო გამოჩნდნენ ძალიან საეჭვო ადამიანები, რომლებიც ჩემს “წამოკიდებასა” და პროვოკაციაში ჩათრევას ცდილობენ. ჩუგოშვილი იმიტომ გადამეკიდა, რომ “თამარ როდიონოვი” ვუწოდე. სწორედ ჩუგოშვილმა დაბლოკა ჩემი შესვლა საკონსტიტუციო კომისიაში და ახორციელებს რეპრესიებს ნანა კაკაბაძისა და იმ პირების მიმართ, რომლებიც ეროვნულ პოზიციებზე დგანან.

Related posts