პოპულარულ ფოტოკონკურს “ილოს” 10 წელი უსრულდება

ფოტოკონკურსს, რომელსაც ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით იმართება, წელს 10 წელი უსრულდება. კონკურსი ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანების გამოვლენას, ასევე ფოტოგრაფიის პოპულარიზაციას განაცხადა მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლმა თამთა თურმანიძემ “ილო 2017”- ის საინფორმაციო შეხვედრაზე.

კონკურსში მონაწილეების რეგისტრაცია  4 ნოემბრამდე გაგრძელდება. საკონკურსო თემა თავისუფალია.  მონაწილეობის მიღება, როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ ფოტოგრაფებს შეუძლიათ. დასკვნითი გამოფენა და გამარჯვებულთა დაჯილდოვება 7 ნოემბერს გაიმართება.

I, II და III ადგილის მფლობელებისთვის დაწესებულია ფულადი ჯილდოები. გამარჯვებულებს პრიზის სახით სეილქარდის ბარათები გადაეცემა ( დეტალური ინფორმაცია ბარათის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე salecard.ge )

წყარო: სეილქარდი

Related posts