საქართველო პატარა ქვეყანაა და ბიტკოინით “თამაში” სერიოზულ სოციალურ პრობლემებს შეგვიქმნის

უკანასკნელ დღეებს ბიტკოინისთვის საუკეთესოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. კვირის დასაწყისში უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ჩინეთმა კრიპტოვალუტით ვაჭრობა მთელი ქვეყნის მასშტანით ყველა ფინანსურ ოპერაციაზე აკრძალა. შემდეგი მძიმე დარტყმა ბიტკოინს  JPMorgan Chase & Co.–ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმი დაიმონმა მიაყენა. “ბიტკოინი არის ერთი დიდი აფიორა, რომელიც აუცილებლად აფეთქდება”, – განაცხადა ჯეიმი დაიმონმა. მისი მოსაზრება გაიზიარა და ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა კრიპტობალუტის მიმართ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმაც. ამ ყველაფერმა, საბოლოო ჯამში ბიტკოიის ღირებულების 20%–იანი შემცირება გამოიწვია.

აღნიშნულ მოვლენებს ეხმიანება ეკონომისტი დავით იაკობიძე სოციალური ქსილის მეშვეობით. მის პოსტს უცვლელედ გთავაზობთ:

“ამასწინათ ფბ-სამეგობროს მივმართე, ბიტკოინთან ფთხილად… მეთქი. მის მერე კიდევ უფრო გაძლიერდა ამ თემაზე საუბარი. უკვე “ექსპერტებიც” გამოჩნდენ, ბაზარზე მისი “კოტირების” პროგნოზებს, რომ გვთავაზობენ. საქმე სერიოზულ ფორმატს იღებს.

ბიტკოინს ბევრი მძრახავები ყავს, მათ შორისაა საინვესტიციო საქმის დიდოსტატი, უორენ ბაფეტი და სხვა. მისი ღია მაქებელი და პროპაგანდისტი ცნობილ ეკონომისტებში და ფინასისტებს შორის არ შეინიშნება. არც აქ საქართველოში, რომელიც “კრიპტოფულის” პოპულარობით ბევრ დიდ და განვითარებულ ქვეყანას უსწრებს. საქართველო პატარა ქვეყანაა და ამ ფინანსური ინსტრუმენტით “თამაში” სერიოზულ სოციალურ პრობლემების გამოწვევას გვიქადის, თუ ამ თემაზე დროულად ხმა არ აღიმაღლეს იმათმა, ვისაც ეს პასუხისმგებლურად ეხება..

საქმე ისაა, რომ ბიტკოინი, ისე როგორც სხვა ტიპის “კრიპტოფული” არაფრით და არავისგანა არაა უზრუნველყოფილი. მისი აქცეპტირება შეუძლებელია და რადგან სასრული ერთეულია, აუცილებლად დადგება მისი მფლობელების წინაშე, მისი ლიკვიდურობის (ჩაქრობის) ამოცანა. და მაშინ გაიხსენებენ ზაქარია ფალიაშვილს. (ხომ გახსოვთ, ქაღალდის ორ ლარიანზე, რომ “თაო ჩემოს” კლავირი ეხატა).

P.S.მართალია ჩვენი განათლების მინისტრი სკოლებში თამაშების შემოტანას რომ გეგმავს. ბავშობიდან უნდ გაერკვეს ადამიანი აზარტის რაობაში. ისწავლოს მისი ალაგმვა. ასეთ ნასწავლი კი სიტყვა “ბიტკოინს”, რომ გაიგონებს დაფიქრდება მაინც”,– წერს დავით იაკობიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

bfm.ge

Related posts