სენაკის რაიონის სოფ. ლეძაძემეს რწმუნებულმა რომანი ჯოჯუამ სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა ამავე სოფელში მცხოვრებს სოციალურად დაუცველ პირს

დღეს, სენაკის რაიონის სოფ. ლეძაძემეს რწმუნებულმა რომანი ჯოჯუამ სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა ამავე სოფელში მცხოვრებს ლეილა ჯიქიძეს,  ასევე სცადა ხელით შეხებოდა, მაგრამ იქვე მდგომი თანამშრომლები შეეცადნენ ვითარების განმუხტვას და მოქალაქის დაცვას. რწმუნებულის გაღიზიანება გამოიწვია ქ-ნი ლეილას კითხვამ, თუ რატომ მოუხსნეს მას სოციალური დახმარება, აქვე ავღნიშნავთ რომ ქალბატონი მარტო ცხოვრობს და პენსიონერია, რომელიც თვლის რომ უსამართლოდ მოუხსნეს დახმარება. იმის მაგივრად რომ რწმუნებულს განემარტა და აეხსნა, გადავიდა ყოველგვარ ზღვარს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა მოქალაქეს, რომელმაც ამის შესახებ პოლიციას დროულად შეატყობინა და საქმეს პოლიცია იძიებს. მომხდართან დაკავშირებით საქმის ყურშია ასევე სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბ-ნი გოჩა დგებუაძე, რომელმაც განმარტა რომ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს. დატოვებს თუარა თანამდებობას საჯარო სამსახურის მოხელე სოფლის რწმუნებული რომანი ჯოჯუა სამსახურეობრივი მოვალეობის უფლებამოსილების გადამეტებისათვის ამ დრომდე უცნობია.

Related posts