“სიცივისგან გაიყინნენ”-მისამართზე, სადაც გარდაცვლილი დედა-შვილი იპოვეს დენის მიწოდება დავალიანების გამო შეუწყდათ

მისამართზე სადაც გარდაცვლილი დედა-შვილი იპოვეს დენის მიწოდება დავალიენების გამო იყო გათიშული. ამის შესახებ ინფორმაციას, “ენრგო-პროს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ადასტურებენ.

კომპანიისინფომრაციით, გარდაცვლილების ოჯახს ელექტროენერგიის მიწოდება 26 იანვარს შეუწყდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, დედა შვილი, დაახლოებით 50 და 70 წლამდე ქალბატონები საკუთარ სახლში სიცივის გამო გარდაიცვალნენ. უბედური შემთხვევა ინასარიძის 14 ნომერში მოხდა.

დედა – შვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შსს-ს ინფომრაციით, სამართალდამცველებმა გარდაცვლილები სახლში იპოვეს.

http://pirveliradio.ge/

Related posts