სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს მუდმივ კოორდინატორს და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ნილს სკოტს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს მუდმივ კოორდინატორს და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ნილს სკოტს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ლევან დავითაშვილმა ნილს სკოტს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის მიერ სოფლის განვითარების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ და აღნიშნა, რომ ის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს წარმოადგენს. მინისტრის განცხადებით, სოფლის განვითარების სტრატეგიის ეფექტიანი განხორციელება, პროცესში ჩართული ყველა უწყების პრიორიტეტია.
შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა სტრატეგიის განხორციელებაში დონორი ორგანიზაციების ჩართულობასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სოფლის განვითარების სტრატეგია განსაზღვრავს ქვეყნის ხედვას 2017-2020 წლებისთვის სოფლად ეკონომიკის ზრდისა და დივერსიფიცირების, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების, ადგილობრივი ბიზნესის, სოციალური და საჯარო სერვისების განვითარების, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების და განვითარების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფის საკითხებში.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა.

Related posts