სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2017 წლისთვის დასახული მიზნის მისაღწევად განსაზღვრული ამოცანები

► 2017 წლისთვის დასახული მიზნის მისაღწევად განსაზღვრულია შემდეგი ამოცანები:
• პირველადი სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარება-ეფექტიანობის გაზრდა
• მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების განვითარება, შემნახველი და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის გაფართოება-მოდერნიზაცია
• წარმოებაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა
• ფერმერთა ცოდნისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება
• საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია; დივერსიფიცირებულ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა

► 2016 წელს შემუშავდა ერთიანი აგროპროექტი. 154 ახალი საწარმოდან, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში გაიხსნა 21
► 2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით მსოფლიოს 49 ქვეყანაში ექსპორტირებულია 49 065 105 ბოთლი ღვინო. იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, ექსპორტირებულია 45 628 091 ბოთლი ღვინო, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით 40%-ით მეტია
► შეღავათიანი აგრო-კრედიტის პროექტის ფარგლებში გაიცა: საბრუნავი საშუალების მიზნობრიობით: 275,834 ლარის ღირებულების 3 სესხი; 1,120,699 დოლარის ღირებულების 10 სესხი; ძირითადი საშუალების მიზნობრიობით: 45,609,703 ლარის ღირებულების 868 სესხი; 40,972,026 დოლარის ღირებულების 749 სესხი
► დანერგე მომავლის ფარგლებში დამტკიცებულია ბაღების 265 და 3 სანერგე მეურნეობის განაცხადი. ბაღების კომპონენტში გაშენებული ფართობი შეადგენს 1,623 ჰა-ს. სააგენტოს დაფინანსების ოდენობამ შეადგინა 7,448,340 ლარი. სანერგე მეურნეობების გასაშენებელი ფართობი შეადგენს 5 ჰა-ს, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსება – 165,449 ლარს
► 2016 წლის ნოემბრის მდგომარეობით აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 18,795 პოლისი. დაიზღვა 133,499,583 ლარის ღირებულების სხვადასხვა კულტურა. დაზღვეული მიწის ფართობი შეადგენს 15,472 ჰა. სააგენტოს გადასახდელი პრემია შეადგენს 8,304,827 ლარს
► ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულია 9 განაცხადი. ჯამური ფართობი შეადგენს 186 ჰა. პროექტების ჯამური ღირებულება შეადგენს 462,980 ლარს, საიდანაც სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს 335,338 ლარს
► 2016 წელს ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 35 სარეაბილიტაციო პროექტი; რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა 296 კილომეტრ სამელიორაციო არხს; ტექნიკური ექსპლუატაციის ფარგლებში მოწესრიგდა 1 623 კილომეტრი სამელიორაციო არხი; წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი 111 800 ჰექტრამდე, ხოლო დრენირებლი 34 400 ჰექტარზე გაიზარდა
► საქართველოდან მსოფლიოს 49 ქვეყანაში ექსპორტირებულია 49 065 105 ბოთლი ღვინო და 10 194 607 ბოთლი ბრენდი. (იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, ექსპორტირებულია 45 628 091 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 40%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს)
► სულ საქართველოს მასშტაბით ინდუსტრიულად გადამუშავდა 115,2 ათასი ტონა ყურძენი, მოსახლეობის შემოსავლებმა შეადგინა 101,1 მლნ ლარი
► 2016 წლის თებერვალში დასრულდა მარნეულის რეგიონული ლაბორატორიის ახალი შენობის ექსპლუატაციაში გადაცემა

Related posts