სტუდენტების ზეწოლის გამო ბრიტანეთის სამეფო კოლეჯი საკუთარი თეთრკანიანი დამფუძნებლების პორტრეტებს ეთნიკური უმცირესობების პორტრეტებით ჩაანაცვლებს

სტუდენტების მოთხოვნის და ზეწოლის კვალად ბრიტანეთის სამეფო კოლეჯი შენობის მთავარ შესასვლელში გამოკრულ კოლეჯის თეთრკანიან დამფუძნებელთა პორტრეტების ეროვნული და რასობრივი უმცირესობების წარმომადგენელთა პორტრეტებით ჩანაცვლებას გეგმავს.

კოლეჯის დეკანის, პატრიკ ლემანის განცხადებით, გადაწყვეტილება უკავშირდება კოლეჯის ხელმძღვანელობის და მოსწავლეების შეშფოთებას, რომ არსებული გარემო ზედმეტად დამთრგუნველია კოლეჯში მოსწავლე უმცირესობებისთვის.

მისი განცხადებით, კოლეჯის შესასვლელში დღესდღეობით სასწავლებლის დამფუძნებელთა პორტრეტებია გამოკრული, რომელთაგან თითქმის ყველა თეთრკანიანი, შუახნის მამაკაცია, ამიტომ კოლეჯის ხელმძღვანელობა პორტრეტებს ჩამოხსნის და მათ ნაცვლად “მრავალფეროვნების კედელს” მოაწყობს.

“ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სივრცე, სადაც სტუდენტები სწავლობენ, მორთული იქნება არა მხოლოდ 1920-იანი წლების წვერიანი მამაკაცებით, არამედ ასევე განსხვავებული ეთნიკური ჯგუფების და კულტურების წარმომადგენელთა პორტრეტებით,” – განაცხადა დეკანმა.

http://www.dailymail.co.uk/news/article-4698422/King-s-College-replace-busts-founding-fathers.html#comments 

Related posts