ტრამპის ადმინისტრაციამ გამოსცა ბრძანება, რომელიც რელიგიური მოტივებით ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციის უფლებას იძლევა

ტრამპის ადმინისტრაციამ გამოსცა ბრძანება, რომელიც რელიგიურ ბიზნესებს ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციის უფლებას აძლევს. ბრძანების ავტორი აშშ-ს გენერალური პროკურორი, ჯეფ სეშნსია.

ბრძანება აუქმებს მანამდე ბარაკ ობამას მიერ გამოცემულ ბრძანებას, რომელიც ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციისგან დაცვაზე იყო მიმართული. ახალი ბრძანებით, ადამიანებს უფლება უნდა ჰქონდეთ, რელიგიის საფუძველზე განახორციელონ დისკრიმინაცია.

ბრძანება იცავს ადამიანის უფლებას, საკუთარი რწმენიდან გამომდინარე შეასრულოს ან უარი თქვას გარკვეული ქმედებების შესრულებაზე.

ბრძანებაში ნათქვამია: “გარდა განსაკუთრებული ვითარებებისა, არავინ უნდა იყოს იძულებული, არჩევანი გააკეთოს საკუთარ რწმენასა და კანონს შორის”.

და ეს დისკრიმინაციის უფლება მხოლოდ მცირე ბიზნესებზე არ ვრცელდება. ბრძანებაში ნათქვამია, რომ რელიგიური თავისუფლების დაცვის ბრძანება ვრცელდება ორგანიზაციებზე, ასოციაციებზე და კომერციულ კორპორაციებზეც.

წყარო: http://www.pinknews.co.uk/2017/10/06/breaking-trump-order-protects-freedom-to-discriminate-against-lgbt-people/?utm_source=Facebook&utm_medium=PNFB&utm_content=ND

Related posts