ტრამპი: სერბი ხალხის დაბომბვა დიდი შეცდომა იყო. კლინტონების აზრით, ეს წარმატება იყო, ჩემთვის კი ეს სამარცხვინოა!

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ბილ კლინტონი სერბეთში განხორციელებული იერიშების გამო, რადგან თვლის, რომ ეს სერბების წინაშე ჩადენილი დიდი დანაშაულია, რადგან ისინი ორივე მსოფლიო ომში ამერიკის მოკავშირეები იყვნენ.

„სერბი ხალხის დაბომბვა ძალიან დიდი შეცდომა იყო. კლინტონების აზრით ეს წარმატება იყო, ჩემთვის კი ეს სამარცხვინოა!“ – განაცხადა ტრამპმა. რატომ ებრძვის მთელი დასავლური კორპორატიული ჯიბის მედია ტრამპს? ალბათ იმიტომ, რომ ის ბევრ საკითხზე მწარე სიმართლეს ამბობს.

„კლინტონებმა მოაწყვეს უწესრიგობა ბალკანეთსა და კოსოვოში. შეხედეთ, რა დავმართეთ სერბებს ჩვენი დაბომბვით. ესენი სწორედ ის სერბები არიან, რომლებიც ჩვენს გვერდით იბრძოდნენ მსოფლიო ომებში. მე ბოდიშს ვიხდი თითოეული სერბის წინაშე ამერიკელი პოლიტიკოსების მიერ გადამდგარი არასწორი ქმედებების გამო, პირველ რიგში კლინტონის გამო. ჩვენ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად მოკავშირეები გვჭირდება, რომლებსაც გააჩნიათ გამოცდილება მსგავს ბოროტებასთან საბრძოლველად. მე რომ არ გავმხდარიყავი პრეზიდენტი კაცმა არ უწყის რა მოხდებოდა დღეს, არაფერი შეიცვლებოდა საგარეო პოლიტიკაში“. – განაცხადა ტრამპმა.

www.geworld.ge

Related posts