ფაროსანამ გადაჭამა დასავლეთი საქართველო. სად არის ლუგარის ლაბორატორია?

საქართველო და მსოფლიოში” არაერთი მასალა გამოქვეყნებულა ამერიკის შეერთებულიშტატების .რეფერენს ლაბორატორიებზე (ბიოლაბორატორიებზე), რომლებიც 2010 წლიდან დღემდე იხსნება ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ტერიტორიებზეუკრაინაშისომხეთშიაზერბაიჯანშიმოლდოვაშიყაზახეთშიტაჯიკეთშიუზბეკეთშისაქართველოში.

სულ კი რაოდენობამ ასეთი ლაბორატორიებისარომლებიცაშშის ხელისუფლებისგანცხადებითმხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო დანიშნულებისაა და მათი მიზანიპოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, 20-დან 400-მდე მოიმატამაგრამ ამჟამად მავნე მწერისაზიური ფაროსანასშემოსევის შედეგადსაქართველოში (კონკრეტულადაჭარაშიიმერეთშისამეგრელოსა და გურიაშიშექმნილმასავალალო ვითარებამ კიდევ ერთხელ გაგვახსენარომ თბილისშიალექსეევკის დასახლებაშიმოქმედებს ამერიკელების მიერ შექმნილი ბიოლოგიური ლაბორატორიარომელიც ლუგარისსახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის სახელით არის ცნობილი.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასავლეთ საქართველოში მასობრივად გავრცელდა მავნებელი აზიური ფაროსანა, რომელმაც თითქმის სრულიად გაანადგურა თხილი, ვაზი, ატამი, ვაშლი, მსხალი, ბოსტნეული (პომიდორი), შემოდგომაზე კი სიმინდს, მზესუმზირასა და სხვა ერთწლოვან სასოფლო-სამეურნეო კულტურასაც მიადგა (მავნებელი ანადგურებს 300-მდე მცენარეს). აზიური ფაროსანა მცენარის ნაყოფს ხვრეტს და იღებს წვენს, რაც ნაყოფის უჯრედების დაზიანებას, შედეგად კი მოსავლის კატასტროფულ შემცირებას იწვევს. მიუხედავად სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა (სპეციალური ტექნიკით ქიმიურად დამუშავდა 80 ათას ჰექტარზე მეტი), მდგომარეობა მაინც კატასტროფულია. სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, წელს თხილის მოსავალი გაცილებით ნაკლები იქნება წინა წელთან შედარებით. მისი თქმით, თუ თხილის მწარმოებლები მობილიზებას ვერ მოახერხებენ, მომავალ წლებში კარგი მოსავლის მიღება შეუძლებელი იქნება, სახელმწიფოს კი არ აქვს რესურსი, ზარალის სრული კომპენსაცია რომ შეძლოს. სურსათის უვნებლობის სააგენტოს ცნობით, აზიური ფაროსანას გასანადგურებლად საქართველოს 5-6 წელი დასჭირდება. სწორედ ამიტომ დაიწყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მოსახლეობამ თხილის ნარგავების გაჩეხვა.

საინფორმაციო სააგენტო Newspost.ge-ს მიერ 28 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, სამეგრელოს სოფელ კახათის მოსახლეობაშესაძლოათხილისა და სიმინდის მოსავლისგარეშე დარჩესადგილობრივები დახმარებას ითხოვენ _ აზიური ფრთოსანა უკვე მათ კარმიდამოს შეესიამოსახლეობა მავნებელს საკუთარი ძალებით ებრძვისსახლებიდანგამოდევნილ აზიურ მწერს ცეცხლში წვავენადგილობრივები შიშობენრომ მავნებლისშემოსევა მათი ჯანმრთელობისთვისაც სახიფათოამოსავლის გარეშე დაჩენილი მოსახლეობასურსათის ეროვნულ სააგენტოს ადანაშაულებსადგილობრივების განცხადებითდროულადარ მოხდა ნარგავების შეწამვლარამაც აზიური ფაროსანას სწრაფი გავრცელება გამოიწვია _ ისრაც სამჯერ იყო შესაწამლავიერთხელ შეწამლესისიც დაგვიანებითუცნობიამოსახლეობისთვის მავნებლის გავრცელებით გამოწვეული ზარალიადგილობრივები ამბობენრომ “წლევანდელი ზამთარი ტრაგედია იქნება”. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, აზიური ფაროსანას გავრცელების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობაც, რისთვისაც მათ ამერიკული დონორი ორგანიზაციის მიერ დამზადებული ბროშურებიც დაურიგდებათ”(?!).

აი ასე: ისევეროგორც 2008 წლის აგვისტოს ომშიროცაიარაღითა და საბრძოლომასალებით დახმარების ნაცვლადროგორც ამბობენწყალი და პამპერსები გამოგვიგზავნეს, “სტრატეგიული პარტნიორი” აშშ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში არა ტექნიკითა დამცენარეების შესაწამლავი საშუალებებითარამედ ბროშურებით ეხმარება საქართველოსმოსახლეობას.

მაშ, რისთვის მუშაობს საქართველოში რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ღირებულების ამერიკული ბიოლაბორატორია, რომლის მიზანიც ადამიანისა და ცხოველების ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე ზრუნვაა? ხომ შეიძლებოდა “სტრატეგიული პარტნიორი” პრაქტიკულად დახმარებოდა საქართველოს ამ მავნებელთან ბრძოლაში, რომელმაც ქართველ გლეხებს მოსავალი გაუნადგურა, და რომლის შედეგადაც, როგორც მოსახლეობა ამბობს, 2017-2018 წლების “ზამთარი ტრაგედია იქნება”?

მავანმა შეიძლება თქვას: რა შუაშია ლუგარის სახელობის ბიოლაბორატორია მავნებლებთან ბრძოლაში, ის ხომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო ვირუსების გავრცელების საწინააღმდეგო ლაბორატორიააო, მაგრამ, თუ გავაანალიზებთ ბიოუსაფრთხოების მხრივსაქართველოში შექმნილ ვითარებას ლუგარის სახელობის ლაბორატორიის ამუშავებიდანდღემდედავინახავთრომ ამ ლაბორატორიას არც მაშინ გაუკეთებია (ყოველ შემთხვევაშიცნობილი არაფერიარამეროდესაც ქვეყანაში ღორისა და ფრინველის გრიპი და ჯილეხის(ციმბირის წყლულისვირუსები გავრცელდა

საქართველომ ბიოლოგიური განიარაღების შესახებ ხელშეკრულებას 1997 წელს მოაწერა ხელი. ჩვენს ქვეყანასთან აშშ-ის აქტიური თანამშრომლობის ფაზა 2001 წლიდან დაიწყო, როცა ამ სახელმწიფომ, ტერორისტების მიერ ბაქტერიოლოგიური იარაღის შესაძლო გამოყენების მოტივით, სხვა ქვეყნებში შტამებისა და ვირუსების შენახვის ადგილებისა და კვლევებზე კონტროლის დასამყარებლად მუშაობა გაააქტიურა. საქართველო, სადაც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ინახებოდა შტამები და იყვნენ მათზე მუშაობის გამოცდილების მქონე სპეციალისტები, განიხილებოდა, როგორც ტერორისტების შეღწევის სამიზნე ქვეყანა, და მასზეც გავრცელდა სენატორ რიჩარდ ლუგარის მიერ 1991 წელს შემუშავებული ბიოლოგიური საფრთხის შემცირების საერთაშორისო პროგრამა. 2004 წლის სექტემბერში მიღწეული იქნა შეთანხმება თბილისის მახლობლად, ალექსეევკის დასახლებაში, “საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეფერალური ლაბორატორიის შექმნის შესახებ”.

საქართველოში ამერიკული ბიოლაბორატორია 2011 წლის 18 მარტს გაიხსნა. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ: ენდრიუ ვებერი _ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის იმჟამინდელი მოადგილე ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის დარგში; აშშ-ის იმჟამინდელი ელჩი საქართველოში _ ჯონ ბასი; საქართველოს მთავრობის იმჟამინდელი თავმჯდომარე _ ნიკაგილაური.

“საქართველოში ამ ლაბორატორიის მშენებლობა გეოგრაფიული მდებარეობითა და აუცილებლობით იყო განპირობებული”, _ აღნიშნა აშშ-ის ელჩმა საქართველოში _ ჯონ ბასმა.

ლაბორატორიის დირექტორად დაინიშნა ანა ჟვანია, რომელიც საქართველოს მთავრობაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა, ხოლო 2008 წლის თებერვლამდე დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა. 2012 წლის 12 აგვისტოს, როდესაც საქართველოს ეწვია სენატორი რიჩარდ ლუგარი, მიხეილ სააკაშვილმა მისთვის დამახასიათებელი მანერით ლაბორატორიის გახსნა წარმოაჩინა, როგორც “სტრატეგიული მნიშვნელობის” მოვლენა. ცენტრის დათვალიერების შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა: “ამ დონის ინვესტიცია საბჭოთა დროს რუსეთს საქართველოში არ ჩაუდია”. სააკაშვილი ყველაფერს აკეთებდა ილუზიის შესაქმნელადრომაშშის უშუალო დახმარებითა და ინვესტიციით საქართველოში დაარსდა სამხედროდანიშნულების მძლავრი სტრატეგიული ობიექტირომელიცრა თქმა უნდარუსეთისხელისუფლების აგრესიული ქმედებების განეიტრალებას ემსახურებოდა. აღსანიშნავია, რომ შტამების საცავის უშუალოდ სამხედრო აეროდრომთან განლაგება დამკვირვებლებში წარმოშობდა ეჭვს ამ პროექტის სამხედრო დანიშნულებაზე.

პირველი, ვინც ლუგარის ლაბორატორიისგან მომდინარე საფრთხეზე დაიწყო ლაპარაკი, გახლდათ ამერიკელი ჟურნალისტი, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი ჯეფრი სილვერმანი. აი რა განაცხადა მან 2015 წლის ნოემბერში “საქართველო და მსოფლიოსთვის” მიცემულ ინტერვიუში:

ლუგარის ლაბორატორიაშირომელიც მდებარეობს თბილისის გარეუბანშიაწარმოებენჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს და ცდიან ადგილობრივ მოსახლეობაზედარწმუნებული ვარრომ საქართველოში ადამიანებსა და ცხოველებზე სახიფათოექსპერიმენტებს ატარებენთბილისის ლაბორატორიაში ამზადებენ ციმბირის წყლულსშავჭირსა და .ღორის გრიპსდათუ მოხდება უბედური შემთხვევასაქართველო აღიგვებადედამიწის პირისგან.…ქუთაისში გაცილებით მეტი ბიოაგენტია დასაწყობებულიმაგრამმეტი ყურადღება ექცევა თბილისის ბიოლაბორატორიასასევემოქმედია .მცენარეთალაბორატორია ქობულეთში… 2 წლის წინათ ლუგარის ლაბორატორიაში ინფიცირებულიპერსონალი საიდუმლოდ გადაიყვანეს “არამიანცის” საავადმყოფოში სამკურნალოდ დათანხაც გადაიხადეს მედიასაშუალებებისთვის ინფორმაციის დამალვის მიზნითლაბორატორია უნდა განადგურებულიყო 2011 წელსროდესაც გამოვააშკარავე ეს ამბავიმაგრამ მაინც გრძელდება არალეგალური კვლევები”.

ჯეფრი სილვერმანის ნათქვამს ადასტურებს ალექსეევკის მკვიდრი, რომელმაც 2016 წლის თებერვალში “საქართველო და მსოფლიოს” განუცხადა, რომ 2012 წელს მოიწამლა მის კორპუსში, ნაქირავებ ბინაში მცხოვრები ამერიკული ბიოლაბორატორიის 4 თანამშრომელი _ ფილიპინელები. მათგან 2 გარდაიცვალა. დასახლება ალექსეევკის მკვიდრნი კი უჩივიან თავის ტკივილს, მაღალ წნევას, საშინელ სუნს, რომლის გამოც ზაფხულში ფანჯრებს ვერ აღებენ და ამ ყველაფერს ბიოლაბორატორიის ამოქმედებას აბრალებენ.

“ორ წელზე მეტ ხანს, 2011 წლის მარტიდან 2013 წლის მაისამდე, ლუგარის ლაბორატორიას დამოუკიდებელი იურიდიული სტატუსი ჰქონდა და მჭიდროდ იყო დაკავშირებული აშშ-ის არმიის უოლტერ რიდის სახელობის კვლევით ინსტიტუტთან, ამასთანავე, ამერიკულ სამხედრო პერიოდიკაში იგი მოიხსენიებოდა, როგორც “უცხოეთში მოქმედი კვლევითი ქვედანაყოფი”.

ამ პერიოდში ლაბორატორიის საქმიანობა იდუმალების ბურუსით იყო მოცული დაპრაქტიკულად არ არსებობდა საჯარო პუბლიკაციები მისი სამეცნიერო სპეციალიზაციისმიხედვითეს წარმოშობდა ჭორებს ლაბორატორიაში ბაქტერიოლოგიური იარაღის შექმნისსაქართველოში დაავადებათა გამომწვევი შტამების შემოტანისპირუტყვზე ცდების ჩატარებისთაობაზე და ა.შ. ასეთი ინფორმაცია ქართულ მედიაშიც გამოქვეყნდა. “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ლაბორატორიას დამოუკიდებელი იურიდიული პირის სტატუსი ჩამოართვა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სტრუქტურას (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრს) დაუქვემდებარა. ლაბორატორიაში მუშაობს 90 ადამიანი, მათგან 20 _ უცხოელი. საინჟინრო პერსონალს ხელფასს აშშ უხდიდა. შენარჩუნებულია საგრანტო დაფინანსება უცხოეთიდან სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განსახორციელებლად, გრძელდება კონტაქტები უოლტერ რიდის სახელობის არმიის კვლევით ინსტიტუტთან (აშშ). ეს შეშფოთებას იწვევს, რადგან იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველო ექსპერიმენტების ჩატარების პოლიგონად არის შერჩეული. ყველაზე შემაშფოთებელია ადამიანის, ცხოველებისა და მცენარეების ინფექციურ დაავადებათა გამომწვევების კვლევები. აშშ-ს, ფაქტობრივად, აქვს შესაძლებლობა, საკუთარ საზღვრებს მიღმა ჩაატაროს სახიფათო ცდები, საკუთარი მოქალაქეების ინფიცირების რისკის გარეშე. კონტროლდება თუ არა ამგვარი კვლევების უსაფრთხოება ჩვენი მოქალაქეების მიმართ, გაურკვეველია. ამერიკული ბაქტეოროლოგიური ცენტრების მომრავლება კავკასიაში მკვეთრად ზრდის სახიფათო ვირუსების გავრცელების რისკს, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს მოსახლეობას”, _ ეს არის ამონარიდი გლობალური კვლევების ცენტრის მიერ 2016 წლის ივლისში წარმოადგენილი საექსპერტო კვლევიდან.

ამ მოსაზრებას არ იზიარებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, რომელიც ამტკიცებს, რომ ლაბორატორიის საქმიანობა მოცემულ მომენტში აბსოლუტურად გახსნილია და ეს დაწესებულება უნდა განვიხილოთ, როგორც ქვეყნის ბიოლოგიური უსაფრთხოების ინსტრუმენტი, მნიშვნელოვანი სამეცნიერო ინსტიტუტი, რომლის წყალობითაც საქართველო ინარჩუნებს და აძლიერებს კომპეტენციასჯანდაცვისა და ბიოტექნოლოგიების სფეროში. ამირან გამყრელიძის არგუმენტებს, გარკვეულწილად, შეიძლება დაეთანხმო, მაგრამ არც იმ ფაქტის გაუთვალისწინებლობა ივარგებს, რომ, რაც უფრო იმატებს ექსპერიმენტული მიკრობიოლოგიური ლაბორატორიებისრაოდენობამით მეტია თანამშრომელთა ინფიცირებისა და შემდგომ ლაბორატორიის მიღმადაავადების გავრცელების რისკითუ ასეთი რამ მოხდა ისეთი დაავადების გამომწვევისშემთხვევაშიროგორიც არისმაგალითადშავი ჭირიშედეგები პატარა საქართველოსთვისკატასტროფული იქნება.

ფაროსანა
ფაროსანა

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში უდიდესი ბიოლაბორატორია მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე და წარმოადგენს აშშ-ის მიერ აშენებულ და ამ ქვეყნის თავდაცვის უწყების მიერ დაფინანსებულ ობიექტს. საქართველოს დედაქალაქიდან 30 კილომეტრში არის რუსეთის სამხედრო ბაზა. ათას კილომეტრში საქართველოს ჩრდილოეთით ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში, ათას კილომეტრში სამხრეთით იმავე ზესახელმწიფოების აქტიური მონაწილეობით “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტები მძვინვარებენ. აქედან გამომდინარე, საქართველომ მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რათა დაიცვას ლაბორატორია ტერორისტთა მცდელობისგან, დაეუფლონ შტამებს. საკმარისად არის თუ არა დღეს დაცული ლუგარის ლაბორატორია, რა როლს ასრულებენ მის მუშაობაში ამერიკელი სამხედროები, რას და როგორ იკვლევენ ლაბორატორიაში ამერიკელი მეცნიერები და სამხედროები _ ამ საკითხებზე საზოგადოება ინფორმირებული არ არის. აშშ-ის ხელისუფლება ამბობს, რომ ეს ობიექტები მხოლოდ სამოქალაქო დანიშნულებისაა და მათი მიზანი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, მაგრამ, ბევრი ექსპერტის აზრით, ეს ლაბორატორიები შეიძლება გამოიყენონ ან უკვე იყენებენ რუსეთის წინააღმდეგ მტრული მიზნებისთვის. ამას ადასტურებს შემდეგი ფაქტები:

1.ყველა ობიექტი აშენებულია აშშის თავდაცვის (და არა ჯანმრთელობის დაცვისსამინისტროს დაფინანსებით;

2.ამერიკელების მიერ მსგავსი ობიექტების გამოყენების პრაქტიკა მიუთითებსრომ ამობიექტებს არ აკონტროლებს სახელმწიფოლაბორატორიები ფუნქციობენ დახურულ რეჟიმშიდა დაკომპლექტებულია უცხო ქვეყნის პერსონალითმათ შორისდიპლომატიურიიმუნიტეტის მქონე ადამიანებით;

3.ამერიკული ბიოლაბორატორიების ხელმძღვანელებად ხშირად ინიშნებიან ვაშინგტონისადმილოიალურად განწყობილი სამხედროები ან სპეცსამსახურების წარმომადგენლები;

4.ლაბორატორიები განლაგებულია დიდ ქალაქებში (ოდესახარკოვიალმათი), საზღვაოპორტების (ოდესა), აეროპორტების (თბილისიახლოს ან სეისმურად სახიფათოტერიტორიებზე (ალმათი). უსაფრთხოების თვალსაზრისითამ ლაბორატორიებისადგილმდებარეობა სახიფათოამაგრამ სატრანსპორტო და ლოჯისტიკის თვალსაზრისითამერიკელებისთვის მომგებიანი.

ექსპერტთა აზრით, ამერიკული ლაბორატორიების განლაგება რუსეთის საზღვრების პერიმეტრზე პენტაგონს რამდენიმე ამოცანის გადაწყვეტის საშუალებას მისცემს. ესენია:

1.ინფორმაციის შეგროვება მოცემულ ტერიტორიაზე არსებული მიკროორგანიზმებისენდემური პათოგენებისდაავადების გავრცელების არხებისა და .შესახებრაც ახალიბიოლოგიური იარაღის დამზადების საშუალებას მისცემს რუსეთისირანისა და ჩინეთისწინააღმდეგ გამოსაყენებლად;

2.დივერსიული ოპერაციების განხორციელება ეკონომიკის დასაზარალებლად (მსხვილფეხაპირუტყვის განადგურებაქვეყნის პროდუქციის დისკრედიტაცია მსოფლიოს ბაზარზე). ასეთირამ აშშის პრაქტიკაში უკვე იყო კუბის წინააღმდეგ;

3.რუსეთისირანისა და ჩინეთის დამოკიდებულების გაძლიერება დასავლეთის ქვეყნებისფარმაცევტულ ინდუსტრიაზემით უმეტესრომ გენურმა ინჟინერიამ აშშში დიდწარმატებებს მიაღწია;

4.შეზღუდვების გვერდის ავლარომლებიც დაწესებულია ჟენევის 1972 წლის კონვენციითბაქტეოროლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებამერიკელები უარსეუბნებიან უცხო ქვეყნების ინსპექტორებსშეამოწმონ ობიექტებირომლებიც ნაციონალურიტერიტორიის გარეთ მდებარეობს.

აღსანიშნავიარომ საქართველოში ციმბირის წყლულით დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევასწორედ ლუგარის ბიოლოგიური ლაბორატორიის ამოქმედების შემდეგ აღირიცხადაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2012-2013 წლებში ჯილეხის შემთხვევები გამოვლინდა ქართლისა და კახეთის რეგიონებშიქვემოქართლში რეგისტრირებული იყო 138 შემთხვევაკახეთში _ 49. ჯილეხის შემთხვევათაწლიური რაოდენობა 2000-2010 წლებში მერყეობდა 15-დან 62-მდე. 2011 წლიდანდაიწყო შემთხვევათა რაოდენობის მატება და რეგისტრირებული იყო 81 შემთხვევა (“კახეთისსაინფორმაციო ცენტრი”, 27 სექტემბერი, 2013 .).

*ახლახან კიამა წლის 28 აგვისტოსხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში ჯილეხის(ციმბირის წყლულისკიდევ ერთი შემთხვევა აღირიცხა _ გარდაიცვალა ჯილეხითდაავადებული მამაკაცი.

*ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ 2016 წლის იანვარში გავრცელებული ინფორმაციით, “საქართველოში ღორის გრიპის 8 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა”, მაგრამსპეციალისტებმა განმარტესრომ ეს არ არის საგანგაშო და ვითარება ეპიდემიის ზღვართანახლოს არ არის.

“100 ათას მოსახლეზე არის 250 შემთხვევა, ეპიდემიური ზღვარი არის 500 და მეტი შემთხვევა, ანუ ნახევარია ჯერ იმისი, რაც შეიძლება ჩავთვალოთ ზამთარში ეპიდემიურ გავრცელებად”, _ განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ.

*აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველოში აღირიცხა ისეთი საშიში ვირუსებით დაავადების შემთხვევები, როგორიც არის დენგესა და კოქსაკის ვირუსები.

*აშშის სამხედრო უწყების დაფინანსებით ევრაზიაში ბიოლოგიური ლაბორატორიებისმშენებლობა მოწმობსრომ აშშ უარი არ უთქვამს ბიოლოგიური იარაღის შექმნისპროგრამაზეაშშის დაავადებებზე კონტროლის ცენტრმა (CENTER FOR DISEASE CONTROL) 1994 წლის მაისში აღიარა ბიოლოგიური იარაღის შექმნაში უშუალო მონაწილეობა. ეს ორგანიზაცია 1984-1989 წლებში ერაყში სამხედრო ოპერაციებისთვის ამზადებდა ისეთ აგენტებს, როგორიც არის ბოტულოტოქსინები, დასავლეთი ნილოსის ციებ-ცხელების ვირუსები, ჭირისა და დენგეს ციებ-ცხელების გამომწვევები. აშშ-ის დაავადებებზე კონტროლის ცენტრი თავის ლაბორატორიებში დღემდე ინახავს ყვავილის გამომწვევებს, რომლებიც გასული საუკუნის ბოლოს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გაანადგურეს.

როგორც ხედავთ, ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს, რომლის ასაშენებლადაც ამერიკელებმა რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი დახარჯეს, ქართველი საზოგადოებისთვის არანაირი სარგებელი არ მოუტანია, პირიქით _ ასეთი ლაბორატორიები, რომელთა რაოდენობაც მსოფლიოში 400-მდეა, ვირუსების უკონტროლო გავრცელების საფრთხეს ქმნის.

მოამზადა

გიორგი ასათიანმა

Related posts