„ქართველთა მარშს” ჯარისკაცებიც უერთდებიან

(ენ პი ეი) ქართველთა მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სანდრო ბრეგაძის ცნობით, 14 ივლისს მარშს ქართველი ჯარისკაცებიც შეუერთდებიან. აღნიშნულის შესახებ ბრეგაძემ სოციალურ ქსელში დაწერა:
„ქართველი ჯარისკაცები (ისინი ვინც 2009 წლის აგვისტოში საქართველოს იცავდნენ ოკუპაციისგან)უერთდებიან ქართველთა მარშს 14 ივლისს აღმაშენებლის გამზირზე.ჩვენთვის დიდი პატივია საქართველოს ჯარისკაცებთან ერთად,მხარდამხარ გავიაროთ ღირსების მარში.უფალმა დაგლოცოთ და დაგიფაროთ ძმებო!!!ჩვენთან არს ღმერთი!!!”

Related posts