ქართული მიწით ეგვიპტელებიც დაინტერესდნენ?

(ენ პი ეი) “Crown Immigration” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია იმ კომპანიათა შორის, ვინც ინდოელ, ირანელ და ეგვიპტელ მოქალაქეებს საქართველოში მიწისა და უძრავი ქონების შეძენისას შუამავლობს. კომპანიას სათავო ოფისი ინდოეთში აქვს, ფილიალები კი საქართველოს გარდა კიდევ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, მხოლოდ ამ სააგენტოს შუამავლობით, ბოლო სამი წლის განმავლობაში სიღნაღის რაიონში ასეულობით ჰექტარი მიწა გაიყიდა და 2 ათასი ინდოელი ფერმერი ჩამოვიდა. სააგენტოში გვითხრეს, რომ ბოლო დროს განსაკუთრებით ეგვიპტელები აქტიურობენ…

მიწას ძირითადად კერძო მესაკუთრეები ყიდიან. რომ ნახოთ, აგეტირებათ, მიწების დიდი ნაწილი გლეხებს დაუმუშავებლად აქვთ მიგდებული. შესაძლოა 20-30 წელი ფლობდნენ მიწას და ამ ხნის განმავლობაში არასდროს არაფერი მოუყვანიათ იქ. ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში ფულის არქონაა. ზოგჯერ კი სიზარმაცეც…

ვტორი: თათა მურაჩაშვილი

Related posts