შემზარავი ფაქტი ბათუმში – დედა-შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

უბედური შემთხვევა ბათუმში – დედა-შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილია 75 წლის ქალბატონი და 50 წლამდე მამაკაცი.

მეზობლების თქმით, ოჯახის წევრები 5 დღის განმავლობაში არ გამოჩენილან, რის შემდეგაც მათ ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინეს. ადგილზე მისულმა პოლიციამ კი ბინაში ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინა.

დედა-შვილის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მეზობლები გაყინვას გამორიცხავენ. მათი ინფორმაციით, ოჯახს ეკონომიურად უჭირდა. მათივე თქმით, მამაკაცს ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთავი2-თან საუბრისას განმარტავს, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ინფორმაციითვე, დანიშნულია ექსპერტიზა.
http://news.coa.ge/

Related posts