ჭიათურის სოფელ მანდაეთში ქალმა საკუთარ სახლში იმშობიარა-ადგილზე სასწრაფო სპეც.ტექნიკის დახმარებით მიიყვანეს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთში ქალმა საკუთარ სახლში იმშობიარა. შავლეგ ციცვიძესა და მარინა დიასამიძეს ვაჟი შეეძინათ. დიდთოვლობის გამო ექიმების ადგილამდე მიყვანა სპეცტექნიკის დახმარებით გახდა შესაძლებელი. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ კუპატაძე პირადი ავტომობილით ეცადა მანდაეთში მისვლას. მისი მითითებით 03 -ის ავტომანქანა მშობიარის ოჯახამდე ტრაქტორის დახმარებით მიიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ ჭიათურისა და საჩხერის სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მშობიარე ახალშობილთან ერთად, სასწრაფო დახმარების ავტომობილით ჭიათურაში გადაიყვანეს.

topnews.com.ge

Related posts