ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა“ უმაპისნძლებს

6-7 ოქტომბერს, ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა“ უმაპისნძლებს. ორი დღის განმავლობაში, ევროპის მოედანზე წარმოდგენილი იქნება აჭარული სოფლები თავისი პროდუქციით, ტრადიციებითა და სამზარეულოთი. სპეციალური დეკორაციებით მორთულ მოედანზე სტუმრებს საშუალება მიეცემათ აჭარულ სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ. ფესტივალზე ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იქნება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სოფლის ნობათით, კერძებით, სუვენირებითა და რეწვის ნიმუშებით, რაც ტურისტებსა და ტურისტულ სააგენტოებს წარმოდგენას შეუქმნით თუ რისი ნახვაა შესაძლებელი მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობისას. მოეწყობა სოფლად ტურიზმის, ეკოტურიზმისა და ღვინის ტურიზმის თემატური კუთხეები. გაიმართება აჭარის რეგიონში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და უცნობი აჭარული კერძების პრეზენტაცია-დეგუსტაციები. ფესტივალის ფარგლებში ასევე…

Read More

ბაკურიანში პირველი ქართული კინოფორუმი ჩატარდება

4-7 ოქტომბერს ბაკურიანი პირველ ქართულ კინოფორუმს უმასპინძლებს. „ნახე პირველად ბაკურიანში“ – ამ სლოგანით ეროვნული კინოცენტრის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ახალ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ყოველ წელს ბაკურიანი ქართული კინოსექტორის წარმომადგენლებს და უახლეს ფილმებს უმასპინძლებს. ჩვენებები გაიმართება კინოთეატრ „დიდველში”. პროგრამა 4 ოქტომბერი • 15.30 უახლესი მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა (120 წთ) • გახსნის ფილმი „დედე“ (90 წთ) რეჟისორი – მარიამ ხაჭვანი 5 ოქტომბერი • 12.00 კანის ფესტივალის „კრიტიკოსთა კვირეულის“ პროგრამის ფილმი (ინგლისური სუბტიტრებით) • 15.30 „ლუკა“(100 წთ) რეჟისორი – გია ბარაბაძე • 18.00…

Read More

თელავი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

7-15 ოქტომბერს თელავში  მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოჩენილ მუსიკოსებთან ერთად ფესტივალზე ახალი თაობის წარმომადგენლები, საერთაშორისო მუსიკალური კონკურსების ლაურეატებიც წარდგებიან მსმენელის წინაშე. ფესტივალის პროგრამა: 7 ოქტომბერი, 19.00 ფესტივალის გახსნა საფესტივალო ორკესტრი დირიჟორი – არიელ ცუკერმანი სოლისტი – ლუკაშ ვონდრაჩეკი / ფორტეპიანო/ ბრიუსელის დედოფალ ელისაბედის საერთაშორისო კონკურსის 2016 წლის გამარჯვებული • ანტონინ დვორჟაკი – სიმფონია №8 სოლ მაჟორი, თხზ. 88 • სერგეი რახმანინოვი – კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის №3, რე მინორი, თხზ.30 8 ოქტომბერი, 19.00 კამერული მუსიკის კონცერტი /ეძღვნება ედუარდ ბრუნერის ხსოვნას/ ელისო ვირსალაძე /ფორტეპიანო/ დავით ოისტრახის სახელობის სიმებიანი…

Read More

ნოდარ დუმბაძის ძალიან მაგარი ხუმრობების კრებული

(ენ პი ეი) ადგილი სერგო ორჯონიკიძის ძეგლისთვის თბილისში სერგო ორჯონიკიძის ძეგლის გახსნაზე, ერთ-ერთ ჩინოვნიკს ჩურჩულით უთქვამს: – ძალიან ცუდი ადგილი შეურჩევიათ ძეგლისთვის. – კარგი ადგილი რაც იყო საქართველოში, გააჩუქა მაგ შეჩვენებულმა და რაც დარჩა, აგია, – ჩურჩულითვე უპასუხია ნოდარ დუმბაძეს.     სტუდენტი და რექტორი ნიკო კეცხოველი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რექტორი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიაში. მართალია, მას მკაცრი რექტორის სახელი ჰქონდა, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ საოცრად გულისხმიერი იყო და შეძლებისდაგვარად ყველას ეხმარებოდა, განსაკუთრებით ნიჭიერ სტუდენტებს გზის გაკვლევაში. ერთხელ, ნიკო კეცხოველს მოუსმენია როგორ კითხულობდა უნივერსიტეტის კედლებში საკუთარ ლექსებს ყმაწვილი და როგორ…

Read More