“ბოლო დღეებში – კერძოდ 09,10 და 11 ნოემბერს – განხორციელდა ჩემი შვილების-თეიმურაზის და ქეთევანის – და პირადად ჩემს მიმართ სმს და ხმოვანი შეტყობინებები, სადაც ნათლადაა გამოთქმულია სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

“ჩემი პირველი მიმართვა გაკეთებული ამ წლის 11 ოქტომბერს დარჩა რეაგირების გარეშე იმ ორგანიზაციებიდან რომლებიც უნდა იცავდნენ ადამიანის უფლებებს, გმობდნენ სიძულვილის ენას, გენდერულდისკრიმინაციას და იცავდნენ პოლიტიკურ კორექტულობას. ამდენად შესაძლო მოვლენების განვითარებაზე, ჩემს და ჩემს ოჯახის მიმართ თუ ქვეყანაში დესტაბილიზაციის კუთხით, პასუხისმგებლობას ამ საქციელის ავტორებთან გაინაწილებენ თუ სათანადო და მყისიერი რეაგირება არ მოყვა”, – ეს განცხადება პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა,სალომე ზურაბიშვილმა, დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა, სადაც მან მისი და მისი შვილების მიმართ განცორციელებულ მუქარაზე ისაუბრა. “ბოლო დღეებში – კერძოდ 09,10 და 11 ნოემბერს – განხორციელდა ჩემი შვილების-თეიმურაზის და ქეთევანის – და პირადად…

Read More

მამუკა ბახტაძე – 7 ნოემბერი არის დღე, როდესაც ქართველმა ხალხმა ღიად გამოხატა პროტესტი ძალადობის წინააღმდეგ

7 ნოემბერი არის დღე, როდესაც ქართველმა ხალხმა ღიად გამოხატა პროტესტი ძალადობის წინააღმდეგ, დღე, როდესაც რეჟიმი ღიად დაუპირისპირდა საკუთარ მოქალაქეებს, ხალხის უფლებას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, თავისუფალ მედიას და ზოგადად დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს. 2007 წლის 7 ნოემბერი არის დღე, როდესაც ქართველმა ხალხმა ხმამაღლა უთხრა უარი ძალადობრივ რეჟიმს. ეს იყო წყალგამყოფი, როდესაც ერთ მხარეს იდგა თავისუფალი ხალხი და მეორე მხარეს მოძალადე ხელისუფლება. ჩვენ ყველა ერთად ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომელშიც დაცულია ჩვენი პოლიტიკური ძალის უმთავრესი მონაპოვარი, ადამიანი, როგორც მთავარი ფასეულობა – მისი უფლება და ღირსება!

Read More