2018 წელს APPLE-ის დირექტორმა 15,5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო

2018 წელს Apple-ის გენერალური დირექტორმა ტიმ კუკმა სულ, ჯამში, 15,5 მილიონი დოლარის შემოსავლები მიიღო. ინფორმაციას აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისია აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ მიღებული შემოსავლებიდან 3 მლნ დოლარი მისი ძირითადი წლიური ხელფასია, ხოლო 12 მლნ დოლარი – პრემია. ანგარიშში ასევე მოხვდა 294 ათას დოლარის ხარჯი, რომლითაც კომპანიის გენდირექტორის პირადი თვითფრინავის ხარჯები დაიფარა. ანგარიშიდან ჩანს, რომ Apple-ის საშუალო სტატისტიკური თანამშრომელი წელიწადში 55,426 დოლარის შემოსავალს იღებს; ეს კი ნიშნავს, რომ კომპანიის გენერალური დირექტორი მათზე 283-ჯერ მეტი შემოსავალი აქვს. აქვე აღსანიშნავია, რომ Apple-ში უფრო მაღალანაზღაურებადი და შემოსავლიანი პოზიციებია, ვიდრე – გენერალური…

Read More

სად მიიღებთ “ტამიფლუს” უფასოდ?

საქართველოს მთავრობამ “ტამიფლუს” სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო; მოქალაქეებს 12 იანვრიდან მედიკამენტის მიღება უფასოდ შეეძლებათ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ აფთიაქებთან “ტამიფლუს” გაცემაზე მოალაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა. გამყრელიძის თქმით, ამ დროისთვის დაზუსტებით შეიძლება თქმა, რომ ეს პრეპარატი უფასოდ პირველადი ჯანდაცვის ცენტრებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში გაიცემა. “დღევანდლამდე მოგეხსენებათ, რომ “ტამიფლუ” უფასო იყო ადამიანთა ფართო ჯგუფისთვის – 18 წლამდე პირები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, ორსულები და მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. დღევანდლამდე ამ ადამიანთათვის იყო უფასო “ტამიფლუ”. დღემდე ეს პრეპარატი უფასოდ გაიცემოდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცებტრში. ეს არის ე.წ. პატარა დაავადებათა…

Read More

ბახტაძის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში “ტამიფლუ” უფასოდ გაიცემა

“საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სეზონური გრიპის ავადობის პრევენციისა და შემცირების მიზნით, გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ „ტამიფლუს“, ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს. “პრეპარატი თავიდანვე აქამდეც მიეწოდებოდათ ორსულ და სოციალურად დაუცველ პირებს. მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ გარკვეული პერიოდის – პიკის განმავლობაში, „ტამიფლუ“ უფასო იყოს ყველასთვის, ვისაც ექიმის დანიშნულება ექნება. მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ავადობის შემცირებას,”- ნათქვამია მთავრობის პრეს სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აფთიაქებში “ტამიფლუს” ღირებულება 68 ლარია.

Read More