უცხოელი კინომწარმოებლები საქართველოში 36,5 მლნ ლარზე მეტს დახარჯავენ

საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი, ყოველდღიურად უფრო აქტუალური და დატვირთული ხდება. „გადაიღე საქართველოში“ კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტია, რომელიც „აწარმოე საქართველოშის“ ნაწილია. მის ფარგლებში, უკვე 18 უცხოური პროექტი განხორციელდა. პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოში გადაიღონ ფილმი, თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ. 2018 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით, პროგრამა „გადაიღე საქართველოშის“ ფარგლებში შემოსული 18 განაცხადიდან, გადაღებები უკვე დასრულდა 9 ფილმზე, დამატებით 9 ფილმზე კი – ამჟამად მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად, საქართველოში, ჯამურად, 36.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, გადაღებებისას კი, დასაქმებულთა რაოდენობა 4 000-მდე…

Read More

რა ტიპის ინფორმაცია უნდა იყოს სურსათის ეტიკეტზე? – რეგულაცია 1 მარტიდან ამოქმედდება

ახალი რეგულაციით, რომელიც ძალაში 2019 წლის 1 მარტიდან შედის, იზრდება ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი. ბიზნესოპერატორებს ახალი რეგულაციის შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გააცნეს. სეს-ის წარმომადგენლები სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორთან შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავენ. აღსანიშნავია, რომ ახალი რეგულაცია მომზადებულია ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA) შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული ვალდებულებით, მისი მიხედვით: • გაიზარდა ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი; • განისაზღვრა ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის შრიფტის ზომა და სურსათის შესახებ ინფორმაციის ფორმა (ზუსტი, მკაფიო, მომხმარებლისათვის ადვილად გასაგები) და ადგილი (თვალსაჩინო) ; • განისაზღვრა მოთხოვნები სურსათის კვებით და ენერგეტიკულ…

Read More