დიასპორა – 2019 – ის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო!

დიასპორა – 2019 – ის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო! 📌 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) ერთად, 2019 წლის გაზაფხულზე მართავს რიგით მეორე ღონისძიებას სახელწოდებით „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება“, რომლის მიზანია ქვეყნისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლის მქონე თანამემამულეთა გამოვლენა და მათი დამსახურების აღიარება. 📌 პროექტის ერთ-ერთი მიზანია საქართველოს განვითარების პროცესში მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამემამულეების ჩართულობის ხელშეწყობა. მიზნობრივ ჯგუფებს წარმოადგენენ ჩვენი თანამემამულეები, რომლებმაც პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ასევე, თავიანთი წვლილი შეიტანეს წარმოშობის ქვეყნის განვითარებაში. 📌 ღონისძიების პროგრამის თანახმად, განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენლების ნომინირება შესაძლებელია…

Read More

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მარიამ ქვრივიშვილი შეარჩიეს

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელად მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ დაუდასტურა. მარიამ ქვრივიშვილს ამ დრომდე კომპანია “ვოიაჟერის” დირექტორის პოსტი ეკავა. „ვოიაჟერი“საქართველოში ხუთი ავიაკომპანიის გენერალური დისტრიბუტორია; წინა მთავრობის პერიოდში ქვრივიშვილი ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე იყო. ცნობისთვის: ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსზე სულ 27 განაცხადი შევიდა. კანდიდატს მოეთხოვებოდა უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, ტურიზმის, მენეჯმენტისა ან ეკონომიკის სფეროებში. ასევე ტურიზმის ან/და მომიჯნავე სფეროებში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება. სავალდებულო იყო, ასევე მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. კანდიდატი ბრწყინვალედ უნდა ფლობდეს…

Read More