დიასპორა – 2019 – ის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო!

დიასპორა – 2019 – ის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო! 📌 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) ერთად, 2019 წლის გაზაფხულზე მართავს რიგით მეორე ღონისძიებას სახელწოდებით „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება“, რომლის მიზანია ქვეყნისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლის მქონე თანამემამულეთა გამოვლენა და მათი დამსახურების აღიარება. 📌 პროექტის ერთ-ერთი მიზანია საქართველოს განვითარების პროცესში მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამემამულეების ჩართულობის ხელშეწყობა. მიზნობრივ ჯგუფებს წარმოადგენენ ჩვენი თანამემამულეები, რომლებმაც პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ასევე, თავიანთი წვლილი შეიტანეს წარმოშობის ქვეყნის განვითარებაში. 📌 ღონისძიების პროგრამის თანახმად, განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენლების ნომინირება შესაძლებელია…

Read More