გიორგი ქობულია – საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 8,7 მლნ – ი პირველად შეადგინა

✔️ გიორგი ქობულია – საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 8,7 მლნ – ი პირველად შეადგინა ✅ საქართველოში რეკორდული ოდენობის საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოვიდა და დაახლობიოთ 8,7 მილიონი შეადგინა. ასევე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან და ეს მაჩვენებელი შარშანდელზე დაახლოებით 20 პროცენტით მეტია. ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი სექტორია, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ეკონომიკის ზრდაში, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ 2018 წელს საქართველოში ტურიზმის სექტორის სტატისტიკის შეფასებისას. მისი თქმით, მთავრობის მიერ მიზნობრივ ბაზრებზე ეფექტური მარკეტინგული პოლიტიკის წყალობით საქართველო, როგორც რეგიონის წამყვანი ტურისტული ქვეყანა, ყოველწლიურად პოპულარული ხდება. ✅ პრეზენტაციაში მონაწილეობა…

Read More

ყურადღება უნდა მიექცეს ეროვნული სულისკვეთებით მოსწავლეთა აღზრდას, თითქმის ამოღებულია ჩვენი კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებები

პატრიარქი 2019 წლის საშობა ეპოსტოლეში ყურადღებას ამახვილებს მომავალი თაობის აღზრდაზე და მათ ეროვნულ სულისკვეთებაზე. “პირველ რიგში სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს ეროვნული სულისკვეთებით მოსწავლეთა აღზრდას; სასწავლო პროგრამებიდან, სამწუხაროდ, თითქმის ამოღებულია ჩვენი კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებები, ყურადღება არ მახვილდება ჩვენი ერის გმირულ წარსულზე, არ აღინიშნება გამოჩენილ პიროვნებათა და მოვლენათა ღირსსახსოვარი თარიღები; ხშირად არ ეწყობა ექსკურსიები ჩვენი ქვეყნის სხვა და სხვა კუთხის გასაცნობად… უნდა გატარდეს სხვა ღონისძიებებიც, რომ ყმაწვილებში სამშობლოს სიყვარული გაღვივდეს და ისინი ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ.”– ნათქვამია ილია მეორის საშობაო

Read More

თიბისი ბანკის საჯარო განცხადება

თიბისი ბანკის საჯარო განცხადება 8 იანვარს, გვიან საღამოს, რამოდენიმე მედია პორტალმა, გაავრცელა მცდარი და მიზანმიმართულად დამახინჯებული ინფორმაცია, რომელიც ემსახურება ქვეყნის წამყავნი ფინანსური ინსტიტუტისა და მისი დამფუძნებლების რეპუტაციის შელახვას. ცხადია, რომ ამ ინფორმაციის გამავრცელებლების მიზანია ზიანი მიაყენოს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს – თიბისი ბანკს – ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. აღნიშნულთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ, რომ კატეგორიულად უარვყოფთ ამ ორკესტრირებული შავი პიარის ავტორების მიერ შეთითხნილ ბრალდებებსა და შეგნებულად დამახინჯებულ ფაქტებს. თიბისი ბანკი არის და დარჩება ქვეყანაში და რეგიონში ლიდერ ფინანსურ ინსტიტუტად, რომელიც წარმოდგენს კორპორაციული მართვისა და პასუხისმგებლობის საუკეთესო მაგალითს, რაც აღიარებულია საერთაშორისო ინსტიტუციების და…

Read More

კახა კალაძე უცხოელი მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების გამკაცრებას ითხოვს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე უცხოელი მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების გამკაცრებას ითხოვს. “ერთი ადამიანი ყიდულობს ბინას და შემდეგ ფიქტიურად გადააფორმებენ სხვა ადამიანებზე, ახორციელებენ “კარუსელს”. ჩვენ მივესალმებით და არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო უცხო ქვეყნის მოქალაქეები ცამოვიდნენ, მაგრამ კანიონი და წესი უნდა იყოს ისეთი, როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან მოვა შესაბამისობაში”, – განაცხადა კალაძემ. მისი თქმით, შესაბამისი ცვლილებების პაკეტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

Read More

მოსწავლე, რომელიც სკოლაში ეროვნულ მოძრაობას აყალიბებს

ქვეყანაში არსებულმა უმძიმესმა მდგომარეობამ უკვე დაძრა ყინული. ბევრისთვის ჩამოწერილმა სტუდენტობამ და მოსწავლეებმა კი დაიწყეს ეროვნული იდენტობის დაცვა და განვითარება. „დიდგორობის“ ღონისძიების შემდეგ თითქოს იმედის ნაპერწკალი გაჩნდა. სტუდენტური მოძრაობის შემდეგ, ახლა უკვე სკოლის მოძრაობები ყალიბდება.

Read More

ქუთაისში, “Le Garage” გალერეა – რესტორანი, ყინულის ბარი, VIP სივრცე და ღამის კლუბი 21 ოქტომბერს 21 საათზე გაიხსნება

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე “Le Garage” გალერეა – რესტორანი, ყინულის ბარი, VIP სივრცე და ღამის კლუბი მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს 21:00 გაიხსნება. მოწვეულია მსოფლიოში ცნობილი დიჯეი და მოდელი კენზირო “KENZIRO” კიევიდან, ღამის კლუბში შესვლის ღირებულება უპრეცედენტოდ დაბალი ფასი 20 ლარი იქნება. სეილქარდ ბარათის მფლობელებისათვის იმოქმედებს არსებულ შესვლის ფასზე 20%-ფასდაკლება! ბარის მოწყობის იდეის ავტორია ლალი მოროშკინა. ღონისძიების ფეისბუკის ლინკი წყარო: salecard.ge

Read More

«კრედოს» თანამშრომელი დამემუქრა, «დედაშენს იარაღს დაადებენ შუბლზეო…»

ცოტა ხნის წინ «ალიას» სააქციო საზოგადოება «კრედო ბანკის» სათავო ოფისის სისტემების მხარდაჭერის განყოფილების ყოფილიუფროსი თამარ კაჭარავა დაუკავშირდა, რომელმაც სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ ის «კრედო ბანკმა» სამსახურიდან გამოუშვა, თან «კრიმინალი» ეძახეს და დაემუქრნენ, «დედაშენს იარაღს დაადებენ შუბლზეო…»

Read More

პოპულარულ ფოტოკონკურს “ილოს” 10 წელი უსრულდება

ფოტოკონკურსს, რომელსაც ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით იმართება, წელს 10 წელი უსრულდება. კონკურსი ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანების გამოვლენას, ასევე ფოტოგრაფიის პოპულარიზაციას განაცხადა მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლმა თამთა თურმანიძემ “ილო 2017”- ის საინფორმაციო შეხვედრაზე. კონკურსში მონაწილეების რეგისტრაცია  4 ნოემბრამდე გაგრძელდება. საკონკურსო თემა თავისუფალია.  მონაწილეობის მიღება, როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ ფოტოგრაფებს შეუძლიათ. დასკვნითი გამოფენა და გამარჯვებულთა დაჯილდოვება 7 ნოემბერს გაიმართება. I, II და III ადგილის მფლობელებისთვის დაწესებულია ფულადი ჯილდოები. გამარჯვებულებს პრიზის სახით სეილქარდის ბარათები გადაეცემა ( დეტალური ინფორმაცია ბარათის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე salecard.ge ) წყარო: სეილქარდი

Read More

აზიური ფაროსანას შესევის გამო, სენაკის რაიონის სოფელი ზანიდან ბავშვები გახიზნეს ( ვიდეო)

დარის დადგომასთან ერთად, აზიური ფაროსანა სამეგრელოში კვლავ გამოჩნდა. ათასობით მწერი საცხოვრებელ სახლებში შევიდა, რის გამოც ადგილობრივები იძულებულები არიან, ბავშვები გარემოს მოარიდონ და გახიზნონ. “პირველთან” საუბარში სენაკის რაიონ სოფელ ზანის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მწერები ბავშვებს კბენენ, რის გამოც რამდენიმე ოჯახმა ბავშვები უკვე გაიყვანა სოფლიდან. “არ ვიცით რა ვქნათ. მწერები ყველგან არიან. სახლის კედლებზე, საძინებელში, ლოგინებში, სამზარეულოში, აბაზანაში, ადგილი არ არის, სადაც ისინი არ არიან. ბავშვები, ფაქტობრივად, ჩაკეტილები გვყავს, რადგან მწერები ადამიანს არ ერიდებიან, ბავშვებს ასხდებიან, კბენენ. ჩვილი ბავშვიცაა ოჯახში და ძალიან გვეშინია. ხელისუფლებას დახმარებას ვთხოვთ. მწერებმა სოფლის მეურნეობა გააჩანაგა და ახლა…

Read More

ტრამპის ადმინისტრაციამ გამოსცა ბრძანება, რომელიც რელიგიური მოტივებით ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციის უფლებას იძლევა

ტრამპის ადმინისტრაციამ გამოსცა ბრძანება, რომელიც რელიგიურ ბიზნესებს ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციის უფლებას აძლევს. ბრძანების ავტორი აშშ-ს გენერალური პროკურორი, ჯეფ სეშნსია. ბრძანება აუქმებს მანამდე ბარაკ ობამას მიერ გამოცემულ ბრძანებას, რომელიც ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციისგან დაცვაზე იყო მიმართული. ახალი ბრძანებით, ადამიანებს უფლება უნდა ჰქონდეთ, რელიგიის საფუძველზე განახორციელონ დისკრიმინაცია. ბრძანება იცავს ადამიანის უფლებას, საკუთარი რწმენიდან გამომდინარე შეასრულოს ან უარი თქვას გარკვეული ქმედებების შესრულებაზე. ბრძანებაში ნათქვამია: “გარდა განსაკუთრებული ვითარებებისა, არავინ უნდა იყოს იძულებული, არჩევანი გააკეთოს საკუთარ რწმენასა და კანონს შორის”. და ეს დისკრიმინაციის უფლება მხოლოდ მცირე ბიზნესებზე არ ვრცელდება. ბრძანებაში ნათქვამია, რომ რელიგიური თავისუფლების დაცვის ბრძანება…

Read More