“H&M“-ის მაღაზიებში პროდუქცია იარლიყით “MADE IN GEORGIA” (დამზადებულია საქართველოში) გაიყიდება.

💫ქართულმა კომპანიამ ბრენდის „H&M” მკაცრი ტექნიკური და სოციალური აუდიტის გავლა შეძლო და დღეიდან ბრენდის ოფიციალური მიმწოდებელი გახდა, რაც ნიშნავს იმას რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, “H&M“-ის მაღაზიებში პროდუქცია იარლიყით “MADE IN GEORGIA” (დამზადებულია საქართველოში) გაიყიდება.

Read More

უცხოელი კინომწარმოებლები საქართველოში 36,5 მლნ ლარზე მეტს დახარჯავენ

საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი, ყოველდღიურად უფრო აქტუალური და დატვირთული ხდება. „გადაიღე საქართველოში“ კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტია, რომელიც „აწარმოე საქართველოშის“ ნაწილია. მის ფარგლებში, უკვე 18 უცხოური პროექტი განხორციელდა. პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოში გადაიღონ ფილმი, თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ. 2018 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით, პროგრამა „გადაიღე საქართველოშის“ ფარგლებში შემოსული 18 განაცხადიდან, გადაღებები უკვე დასრულდა 9 ფილმზე, დამატებით 9 ფილმზე კი – ამჟამად მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად, საქართველოში, ჯამურად, 36.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, გადაღებებისას კი, დასაქმებულთა რაოდენობა 4 000-მდე…

Read More

რა ტიპის ინფორმაცია უნდა იყოს სურსათის ეტიკეტზე? – რეგულაცია 1 მარტიდან ამოქმედდება

ახალი რეგულაციით, რომელიც ძალაში 2019 წლის 1 მარტიდან შედის, იზრდება ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი. ბიზნესოპერატორებს ახალი რეგულაციის შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გააცნეს. სეს-ის წარმომადგენლები სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორთან შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავენ. აღსანიშნავია, რომ ახალი რეგულაცია მომზადებულია ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA) შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული ვალდებულებით, მისი მიხედვით: • გაიზარდა ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი; • განისაზღვრა ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის შრიფტის ზომა და სურსათის შესახებ ინფორმაციის ფორმა (ზუსტი, მკაფიო, მომხმარებლისათვის ადვილად გასაგები) და ადგილი (თვალსაჩინო) ; • განისაზღვრა მოთხოვნები სურსათის კვებით და ენერგეტიკულ…

Read More

„აისი“ „ყაზბეგის“ ყიდვით დაინტერესებას ადასტურებს

კომპანია „გლობალ ბიერ ჯორჯია“, რომელიც „აისის“ ბრენდის ლუდს აწარმოებს კომპანია „ყაზბეგის“ ყიდვით არის დაინტერესებული. „აისის“ წარმომადგენელი თამარ გოჩაშვილი BM.GE-თან ადასტურებს, რომ კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს „ყაზბეგთან“, თუმცა მისი თქმით, პროცესი დასრულებული არ არის. გოჩაშვილის ინფორმაციით, „აისი“ დაინტერესებულია როგორც ბრენდის შეძენით, ისე განიხილება სხვა დეტალებიც, რაზეც კომპანია მოლაპარაკეების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ახლო მომავალში განაცხადებს. „გლობალ ბიერ ჯორჯიასთან“ მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ BM.GE-ს „ყაზბეგის“ დამფუძნებელმა გოგი თოფაძემაც დაუდასტურა. კომპანია „გლობალ ბიარ ჯორჯია“ 2014 წელს დაფუძნდა. ის „აისის“ ბრენდის“ ლუდს და „ბერიკას“ ლიმონათს აწარმოებს. კომპანია ფლობს ასევე „ჰაინეკენის“, „ამსტელისა“ და „კრუშოვიცეს“ საფირმო…

Read More

დღეიდან სამშენებლო პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა

სამშენებლო პროდუქციაზე დღეიდან ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა, რომელიც ევროკავშირის განვითარებული ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკაზეა დაფუძნებული, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რეგლამენტი ცემენტს, არმატურას, ელექტროკაბელების, პლასტმასის მილებს და აღნიშნული სახის პროდუქციას შეეხება. როგორც სამინისტროში აცხადებენ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, საქართველოს მთავრობამ ბაზარზე წარმოდგენილი განსაზღვრული ტიპის სამომხმარებლო და ინდუსტრიულ პროდუქტებზე ზედამხედველობის კანონმდებლობის დაახლოების ვალდებულება აიღო. რეგლამენტი განსაზღვრავს ეკონომიკური ოპერატორების (მწარმოებელი; მწარმოებლის ავტორიზებული წარმომადგენელი; იმპორტიორი; დისტრიბუტორი) ვალდებულებას, უზრუნველყონ სამშენებლო პროდუქტების შესაბამისობა რეგლამენტის მოთხოვნებთან….

Read More

ვისაც აქვს რესტორანი, კაფე, სასტუმრო ან ნებისმიერი კვების ობიექტი, აუცილებელია ინფორმაცია გქონდეთ: სურსათის უვნებლობა და HACCP „ჰასსპი“ სისტემაზე

ყველას ვისაც აქვს რესტორანი, კაფე, სასტუმრო ან ნებისმიერი კვების ობიექტი, აუცილებელია ინფორმაცია გქონდეთ: სურსათის უვნებლობა და HACCP „ჰასსპი“ სისტემაზე. რაც მოგცემთ საშუალებას იცოდეთ თუ როგორ უნდა მართოთ სწორედ სამზარეულო და რა აუცილებელი ნორმები უნდა დაიცვათ იმისთვის რომ თქვენი ობიექტი არ დაჯარიმდეს. გაიცემა ორენოვანი ქართულ-ინგლისური სერთიფიკატი. * თუ გაინტერესებთ წინა ტრენინგის ფოტოები შედით აქ: https://goo.gl/dv511a ტრენინგს ჩაატარებს სურსათის უვნებლობის ექსპერტი ეკატერინე ბურკაძე. *ტრენინგი ერთ დღიანია, ძალიან მოკლეა და გამოსადეგი. ტრენინგის დაწყების დღე: 16 იანვარი, ოთხშაბათი. დაიწყება დილით 10:00 საათზე დამთავრდება იმავედღეს: 15:00 საათზე. ადგილმდებარეობა: სასტუმრო გალერი პალასი (მისამართი: ინგოროყვას ქუჩა #…

Read More

ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაში – IFE 2019

📢 2019 წლის 17-დან 20 მარტის ჩათვლით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაში – IFE 2019. 💫ღონისძიება ლონდონში გაიმართება და კომპანიის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები დაამყარონ პოტენციურ პარტნიორებთან. ☑️ მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე, არაუგვიანეს 18 იანვრისა: https://bit.ly/2Fr81LG ☑️ გამოფენის შესახებ, დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული:https://www.ife.co.uk/

Read More

აწარმოე საქართველოში – კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი

🎬 აწარმოე საქართველოში – კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი ▶ 2016 წლიდან დღემდე „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში შემოსულია 18 განაცხადი, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულდა 9 ფილმზე, დამატებით 9 ფილმზე კი გადაღებები ამჟამად მიმდინარეობს ▶ პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამურად 36.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება ▶ გადაღებებისას დასაქმებულთა რაოდენობა 4 000-მდე ადამიანს შეადგენს.

Read More

კამპანიას „ემოციები არის საქართველო“ მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი გაეცნო.

კამპანიას „ემოციები არის საქართველო“ მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი გაეცნო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კამპანიის ფარგლებში საქართველოში ჩამოსული მილიონობით ტურისტის სოციალურ მედიაში განთავსებული პოსტები ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შეიკრიბა ვებ-გვერდზე EmotionAreGeorgia. 6 თვიანი ინტენსიური მუშაობისას ხელოვნურმა ინტელექტმა აღმოაჩინა და გაანალიზა საქართველოში ჩამოსული ტურისტების სოციალურ მედიაში გაზიარებული პოსტები, შეირჩა ყველაზე ემოციური და შთამბეჭდავი პოსტები საქართველოს შესახებ. მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ინტერნეტ კამპანია გამართა 9 მიზნობრივ ქვეყანაში: გერმანია, იტალია, ისრაელი, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები და საქართველო. (შედეგად მივიღეთ 655 114 კლიკი და 13 მილიონი…

Read More

ხაჭაპური მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძს შორის დასახელდა

ფოტო: shutterstock.com Tasteatlas-ის რეიტინგში ხაჭაპური მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძს შორის დასახელდა. მსოფლიოს გამორჩეულ კერძებს შორის „ყველიანმა პურმა“ ერთ-ერთი წამყვანი ადგილი დაიკავა. „ყველიანი პური, ხაჭაპური, საქართველოში ყველაზე ცნობილი კერძია. ტრადიციულად მას ყველით, კვერცხით, კარაქითა და ცომით ამზადებენ. საქართველოში ხაჭაპურის რამდენიმე სახეობაა და მიუხედავად იმისა, რომ მისი მომზადება მოცარელათი ან ფეტათიც შესაძლებელია, ქართველები მას ან სულგუნით ან იმერული ყველით ამზადებენ. იმერული და აჭარული ხაჭაპური ყველაზე გავრცელებულია“, – ვკითხულობთ Tasteatlas-ზე განთავსებულ ხაჭაპურის აღწერაში. Tasteatlas პირველი გლობალური ვებგვერდია, სადაც მსოფლიო რუკაზე 5 ათასზე მეტი კერძი, ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვით არის წარმოდგენილი. Tasteatlas პერიოდულად აქვეყნებს…

Read More