როდესაც ვამბობთ, რომ ტურისტების რაოდენობის ზრდა გვინდა, ბარმენმა უნდა იცოდეს, ტურისტის მიერ მოთხოვნილი რომელი კოქტეილი როგორ მზადდება,” – ამბობს ბორის კიკაძე.

საქართველოს ბარმენთა ასოციაციამ ქუთაისში იმერეთის ფილიალი გახსნა. პრეზენტაციის შემდგომ დამსწრე და მოწვეულმა სტუმრებმა ლაუნჯ-ბარ ვერვეში გადაინაცვლეს. სკოლის გახსნის მიზანს პროფესიონალ ბარმენთა მომზადება წარმოადგენს. აღნიშნული პროფესიის დაუფლების მსურველებს საშუალება ეძლევათ ორთვიანი კურსის გავლის შემდეგ ბარმენის პროფესიას დაეუფლონ. ახალგაზრდები შეისწავლიან საერთაშორიდოს აპრობირებული კლასიკური კოქტეილების მომზადებას და მიიღებებ იმ უნარ-ჩვევებს,რომლებიც კლიენტთან ურთიერთობისთვის აუცილებელია. “დაინტერესება დიდია და სკოლის გახსნაც იმიტომ გადაწყდა, რომ ქუთაისში პროფესიონალი ბარმენების დეფიციტია. ჩვენს სკოლაში ბარმენებს მასტერ კლასებს პროფესიონალები ჩაუტარებენ. ყოველი გაკვეთილის შემდეგ, მათ მოუწევთ თითო კოქტეილის მომზადება. როდესაც ვამბობთ, რომ ტურისტების რაოდენობის ზრდა გვინდა, ბარმენმა უნდა იცოდეს, ტურისტის მიერ მოთხოვნილი…

Read More

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს მუდმივ კოორდინატორს და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ნილს სკოტს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს მუდმივ კოორდინატორს და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ნილს სკოტს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლევან დავითაშვილმა ნილს სკოტს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის მიერ სოფლის განვითარების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ და აღნიშნა, რომ ის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს წარმოადგენს. მინისტრის განცხადებით, სოფლის განვითარების სტრატეგიის ეფექტიანი განხორციელება, პროცესში ჩართული ყველა უწყების პრიორიტეტია. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა სტრატეგიის განხორციელებაში დონორი ორგანიზაციების ჩართულობასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სოფლის განვითარების სტრატეგია განსაზღვრავს ქვეყნის ხედვას 2017-2020 წლებისთვის სოფლად ეკონომიკის ზრდისა და დივერსიფიცირების, მოსახლეობის…

Read More

სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2017 წლისთვის დასახული მიზნის მისაღწევად განსაზღვრული ამოცანები

► 2017 წლისთვის დასახული მიზნის მისაღწევად განსაზღვრულია შემდეგი ამოცანები: • პირველადი სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარება-ეფექტიანობის გაზრდა • მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების განვითარება, შემნახველი და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის გაფართოება-მოდერნიზაცია • წარმოებაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა • ფერმერთა ცოდნისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება • საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია; დივერსიფიცირებულ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა ► 2016 წელს შემუშავდა ერთიანი აგროპროექტი. 154 ახალი საწარმოდან, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში გაიხსნა 21 ► 2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით მსოფლიოს 49 ქვეყანაში ექსპორტირებულია 49 065 105 ბოთლი ღვინო. იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, ექსპორტირებულია 45 628 091 ბოთლი ღვინო, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით 40%-ით მეტია ►…

Read More