როდესაც ვამბობთ, რომ ტურისტების რაოდენობის ზრდა გვინდა, ბარმენმა უნდა იცოდეს, ტურისტის მიერ მოთხოვნილი რომელი კოქტეილი როგორ მზადდება,” – ამბობს ბორის კიკაძე.

საქართველოს ბარმენთა ასოციაციამ ქუთაისში იმერეთის ფილიალი გახსნა. პრეზენტაციის შემდგომ დამსწრე და მოწვეულმა სტუმრებმა ლაუნჯ-ბარ ვერვეში გადაინაცვლეს. სკოლის გახსნის მიზანს პროფესიონალ ბარმენთა მომზადება წარმოადგენს. აღნიშნული პროფესიის დაუფლების მსურველებს საშუალება ეძლევათ ორთვიანი კურსის გავლის შემდეგ ბარმენის პროფესიას დაეუფლონ. ახალგაზრდები შეისწავლიან საერთაშორიდოს აპრობირებული კლასიკური კოქტეილების მომზადებას და მიიღებებ იმ უნარ-ჩვევებს,რომლებიც კლიენტთან ურთიერთობისთვის აუცილებელია.
“დაინტერესება დიდია და სკოლის გახსნაც იმიტომ გადაწყდა, რომ ქუთაისში პროფესიონალი ბარმენების დეფიციტია. ჩვენს სკოლაში ბარმენებს მასტერ კლასებს პროფესიონალები ჩაუტარებენ. ყოველი გაკვეთილის შემდეგ, მათ მოუწევთ თითო კოქტეილის მომზადება. როდესაც ვამბობთ, რომ ტურისტების რაოდენობის ზრდა გვინდა, ბარმენმა უნდა იცოდეს, ტურისტის მიერ მოთხოვნილი რომელი კოქტეილი როგორ მზადდება,” – ამბობს ბორის კიკაძე.
პრეზენტაციას ესწრებოდა საქართველოს ბარმენთა ასოციაციის პრეზიდენტი ჯაკო ჯორჯაძე, პარტნიორი კომპანიის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ჟურნალისტები.
ფილიალის მისამართია: ქუთაისი, ყაუხჩიშვილის 8

ფოტო: მამუკა კაკაურიძე

Related posts