კაცი, რომელიც ქუთაისს ეამაყება!

გთავაზობთ თეიმურაზ ლანჩავას მოღვაწეობის შესახებ ბიოგრაფიულ ინფორმაციას!

თეიმურაზ ლანჩავა
დაიბადა 1947 წლის 25 აპრილსქ. ქუთაისში
1965 წელს დაამთავრაქ. ქუთაისისმე-4 საშ.სკოლა.
1966 წელს გიორგი მაისურაძის სახელობის ოთხ წლიანი სამხატვრო სასწავლებელი.
1971 წელს ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტი.
წლების განმავლობაში იყო გამომცემლობა „საქართველოს“ მთავარირედაქტორი, ჟურნალ „ნიანგის“ კორესპონდენტი. გაზეთ „ქუთაისის“ რედაქტორის მოადგილე.
გამოცემული აქვს პროზაული და პოეტური კრებულები, 4 ტომეული, და რჩეული .ლანჩავას ნოველები და მოთხრობები თარგმნილია უკრაინულ, სომხურ, აფხაზურ, რუსულ გერმანულ და ინგლისურ ენებზე.
1975 წლიდან არის საქართველოს მწერალთა კავშირისწევრი.
1989 წელს აირჩიეს საქართველოს მწერალთა კავშირის იმერეთის სამხარეო ორგანიზაციის თავმჯდომარედ.
1990 წლიდან არის საქართველოს მწერალთა კავშირის საბჭოს წევრი.
1990 წელს დაარსა და დღემდე რედაქტორობს მწერალთა და ხელოვანთა გაზეთ „უქიმერიონს“
1988 წელსთ. ლანჩავას პიესა „აქვეახლოს“ დაიდგა მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
1997 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
1998 წელს აირჩიეს საქართველოს ჰუმანიტარული და სახელოვნობო მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრად.
2001 წელს აირჩიეს ქ. ქუთაისის საპატიო მოქალაქედ.
მინიჭებული აქვს ილიაჭავჭავაძის, ვაჟა–ფშავალას, გალაკტიონ ტაბიძის, აკაკიწერეთლის, დავით კლდიაშვილის, ნიკო ნიკოლაძის, გიორგი ლეონიძის, აბუსერიძე ტბელის, ოთარ მამფორიასა და მუხრანმაჭავარიანის პრემიები.
არის ქუთაისის საპატიო მოქალაქეთა საბჭოს თავმჯდომარე,
2012 წლიდან არის საზოგადოება „ქუთაისელის“ პრეზიდენტი. ქ. ქუთაისის მერიასთან არსებული პატივგების კომისიისა და ჟურნალ „განთიადის“ სარედაქციო საბჭოს წევრი.
2012 წელს მიენი ჭა ქართული კულტურის რაინდის წოდება.დაჯილდოვდა კულტურის სამინისტროს მიერ დიპლომით ქართულ მწერლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
2013 წლის დეკემბრიდან არის საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა და მეცნიერთა ეროვნული აკადემიის დამაარსებელი და პრეზიდენტი. აკადემიის ჟურნალ ,,მერმისის“ მთავარი რედაქტორი.
2013 წლის 16 ოქტომბერს ქართულ მწერლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიენიჭა ქართული კულტურის დესპანის წოდება და გადაეცა დესპანის მედალი..
2015 წელს დაჯილდოვდა აკაკი წერეთლის და ბრწყინვალების ორდენით .
2015 წლის ოქტომბერში საქართველოს კულტურის სამინისტრომ მიანიჭა ხელოვნების ქურუმის წოდება..
2016 წლიდან არის ქ.ქუთაისის მერის მრჩეველი კულტურის ხელოვნების და განათლების დარგში.
2017 წლის 14 მარტს რუსეთის მწერალთა კავშირის მოსკოვის საქალაქო ორგანიზაციამ თეიმურაზ ლანჩავას მიანიჭა ა.ს. პუშკინის სახელობის პრემია და დააჯილდოვა იგი ა.პუშკინის სახელობის ოქროს მედალით.
დაბადების 70 წლისთავთან დაკავშირებით ქართული და რუსული ლიტერატურული საუნჯის ,,სიტყვისა და საქმის“ ერთგულებისათვის დაჯილდოვდა რუსეთის მწერალთა კავშირის მიერ საპატიო სიგელით.

Related posts