პ რ ე მ ი ე რ ა! მალე, კინოთეატრებში! “განწირული გვირგვინი” ( თრეილერი )

სანდრო მუზეუმის ჩვეულებრივი თანამშრომელია. მისი ცხოვრება არაფრით განსაკუთრებულით არ გამოირჩევა. ერთი შეხედვით მას გმირსაც ვერ უწოდებ, თუმცა განვითარებულმა მოვლენებმა ის განძის გადამყიდველების სახიფათო ბანდასთან დააპირისპირა. კრიმინალური წარსულის მქონე „შავი“, მრავალი წლებია, ქართული ისტორიული და ფასდაუდებელი საგანძურით ვაჭრობს.

„კოლხური დიადემა“ ქართველებისთვის სახელმწიფოებრიობის, ძალაუფლების უძველესი სიმბოლო და თილისმაა, რომელსაც მყიდველი გამოუჩნდა. სანდრო შემთხვევით გაიგებს „შავის“ ჩანაფიქრს. ის გადაწყვეტს ქართული საგანძური გადაარჩინოს, თუმცა ეს მას საყვარელი ადამიანისა და დიდი მსხვერპლის ფასად შეიძლება დაუჯდეს.

მოტყუებული ბანდა, რომელსაც სანდრო დიადემას მოპარავს, მას მოსაკლავად დასდევს და ბევრ წინააღმდეგობებს და ფათერაკებს უქმნის. შეძლებს კი მუზეუმის თანამშრომელი სანდრო არ დაუშვას „ოქროს საწმისის“ ამბის გამეორება?!

გამოშვება: 2017 წელი
ქვეყანა: საქართველო
ჟანრი: სათავგადასავლო
ხარისხი: FULHD
ხანგრძლივობა: 2:05:00

სცენარის ავტორი და რეჟისორი: ცისკარა ფაჩულია
როლებში: თემურ ხითარიშვილი, გოჩა ტყეშელიაძე, ლანა ცინცაძე, მიშა თათელიშვილი,
თემურ ისაკაძე, ნიკა ოკრიბაშვილი, გიგა გუბელაძე, მიშა ჭელიშვილი, ოთარ ლარცულიანი, ვაჟა ჩიკვაიძე, გიორგი ცხელიშვილი, ხატია კუპრავა, თიკო ნემსაძე, ზვიად მექვაბიძე, ავთო გეწაძე, ერეკლე ნიქაბაძე და სხვები.
ფილმში გამოყენებული მუსიკის ავტორი: გოჩა ჩოგოვაძე

პრემიერა: მაისი, 2017 წელი

Related posts